სულხან თამაზაშვილი ყაზახ კოლეგას შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
46 21 მაისი 2026, 17:03

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრთან - ერჟან სადენოვთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ მჭიდრო და ეფექტიან თანამშრომლობაზე. საუბარი შეეხო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებს, ასევე, სამომავლო გეგმებს. ორი ქვეყნის მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას და კავშირების მეტად გაძლიერების მზაობა გამოთქვეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - რონი მესხი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე და უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ერჟან სადენოვმა, ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, ასევე, ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ჯგუფებთან ბრძოლაში მაღალი შედეგების მიღწევისათვის, სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მედლებით და საპატიო სიგელებით დააჯილდოვა. მათ შორის: მინისტრის პირველი მოადგილე რონი მესხი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი სოფიო იმერლიშვილი, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, დავით კიკნაძე და ამავე დეპარტამენტის თანამშრომლები.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვლადიმერ პუტინი - ბირთვული იარაღის გამოყენება რუსეთისა და ბელარუსის უსაფრთხოების უზრუნველყოფის უკიდურესი ზომაა
შიო III - უფალი დღესაც ჩვენთან არის, იგი ასრულებს თავის აღთქმას, დანაპირებს - თავისი მადლით, თავისი სიტყვით, თავისი სიყვარულით ის არის ჩვენში და ჩვენ შორის იმყოფება და მოქმედებს
სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარების წესი მარტივდება
გიორგი გვარაკიძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს საქართველოში იზაბელა კასტროჯიოვანის შეხვდა
მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას სტრატეგიას უწუნებს და ამბობს რომ, მათი ქმედებები რეალობას აცდენილია
არქივი