თამარ ჩერგოლეიშვილი გრიგოლ გეგელიასა და ლანა გალდავაზე: ეს ორი არსება არის პოლიტიკური არარაობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
90 21 მაისი 2026, 18:53

აი ეს ორი არსება არის პოლიტიკური არარაობა, - წერს "ფედერალისტების" ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, "ლელოს" ლიდერებზე, გრიგოლ გეგელიასა და ლანა გალდავაზე, რომლებმაც ნინო ჯანგირაშვილის ფეისბუქ-პოსტი ხაზარაძის ემიგრაციაში წასვლასთან დაკავშირებით "არასაინტერესოდ" მიიჩნიეს, თავად ჯანგირაშვილს კი "ლუზერი" უწოდეს.

მისი თქმით, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც გეგელია და გალდავა პოლიტიკაში არიან, არის მამუკა ხაზარაძის სურვილი, "ყურმოჭრილი მონები ატივტივოს".

"ერთადერთი მიზეზი, რატომაც პოლიტიკაში არიან, არის ხაზარაძის სურვილი ყურმოჭრილ მონებად ვინც გამოადგა, ატივტივოს.

რა მომენტშიც ხაზარაძე ამ ორი არარაობის გაქრობას მოინდომებს, გაქრებიან და სველი ადგილიც არ დარჩება მათგან, პოლიტიკაში.

ნინო ჯანგირაშვილს ამას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ აკადრებენ, რომ ნინომ კითხვა დასვა, როდის გაგვაგებინებთ ამომრჩევლებს რომ ხაზარაძემაც გახარიასავით მოკურცხლაო - ოღონდ გაცილებით დელიკატურად.

ხმა მისცა ჯანგირაშვილმა ხაზარაძეს და ბუნებრივად დაინტერესდა, მისი ხმა სად წავიდა.

და აი ასე პასუხობენ.

ესაა ავტოკრატია! აი ეს უნდა ჩაირეცხოს - არაანგარიშვალდებული პოლიტიკური არარაობების დოღი თავისი კორუმპირებული ტელევიზიებიანად." - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ცნობისთვის, ოპოზიციონერმა ჟურნალისტმა, ნინო ჯანგირაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: "როგორც ვხვდები მამუკა ხაზარაძე ემიგრაციაში წავიდა და "ლელო" ამის შესახებ საკუთარ ამომრჩეველს როდის შეატყობინებს? თუ არ არის აუცილებელი?"

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება
პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა
ზურაბ ქადაგიძე: 26 მაისი მორალური პრინციპების გათელვით, ოპოზიციის მიერ ტექნიკურად შემოგდებული თემაა. ეს სწორედ ის ამორალური კასტაა, რომლის კისერზეცაა 15 წლის წინანდელი 26 მაისის აქციის ტრაგედია
ვლადიმერ პუტინი - ბირთვული იარაღის გამოყენება რუსეთისა და ბელარუსის უსაფრთხოების უზრუნველყოფის უკიდურესი ზომაა
შიო III - უფალი დღესაც ჩვენთან არის, იგი ასრულებს თავის აღთქმას, დანაპირებს - თავისი მადლით, თავისი სიტყვით, თავისი სიყვარულით ის არის ჩვენში და ჩვენ შორის იმყოფება და მოქმედებს
არქივი