პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
54 21 მაისი 2026, 20:28

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა.

„ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თანამზრახველებთან ერთად მოქალაქეებს სწრაფი მოგების მიღების დაპირებით სხვადასხვა სახის აქციების ვირტუალურად შეძენაში თანხის დაბანდებას სთავაზობდნენ. შეცდომაში შეყვანილი მოქალაქეები დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშებზე, მათ შორის ბრალდებულის ანგარიშზე, სხვადასხვა ოდენობის თანხებს რიცხავდნენ.

დანაშაულებრივი საქმიანობის ფარგლებში, ბრალდებული ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, 42 პირის კუთვნილ, ჯამში 337 337 ლარს მოტყუებით დაეუფლა. ბრალდებულმა და ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრებმა, აღნიშნული თანხა მათი რეალური წარმომავლობის დაფარვის მიზნით სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე გადარიცხეს და კრიპტოვალუტაში კონვერტაცია განახორციელეს, რითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზება მოახდინეს.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ) და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება), ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების დადგენის მიზნით.

საქართველოს პროკურატურა, მსგავსი კატეგორიის დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ მკაცრ სისხლის სამართლებრივ პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს“, - აღნიშნულია განცხადებში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება
თამარ ჩერგოლეიშვილი გრიგოლ გეგელიასა და ლანა გალდავაზე: ეს ორი არსება არის პოლიტიკური არარაობა
ზურაბ ქადაგიძე: 26 მაისი მორალური პრინციპების გათელვით, ოპოზიციის მიერ ტექნიკურად შემოგდებული თემაა. ეს სწორედ ის ამორალური კასტაა, რომლის კისერზეცაა 15 წლის წინანდელი 26 მაისის აქციის ტრაგედია
ვლადიმერ პუტინი - ბირთვული იარაღის გამოყენება რუსეთისა და ბელარუსის უსაფრთხოების უზრუნველყოფის უკიდურესი ზომაა
შიო III - უფალი დღესაც ჩვენთან არის, იგი ასრულებს თავის აღთქმას, დანაპირებს - თავისი მადლით, თავისი სიტყვით, თავისი სიყვარულით ის არის ჩვენში და ჩვენ შორის იმყოფება და მოქმედებს
არქივი