საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
66 21 მაისი 2026, 22:04

საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი თურქეთის რეპუბლიკაში, თურქი კოლეგის იაშარ გიულერის მიწვევით იმყოფება. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

იზმირში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ჩიქოვანი მრავალეროვნული სამხედრო წვრთნების „EFES-2026“ საჩვენებელ სწავლებას დოგანბეის საწვრთნელ პოლიგონზე დაესწრო, რომელშიც ქართველი სამხედრო მოსამსახურეები, როგორც საშტაბო, ისე საველე წვრთნებში მონაწილეობდნენ. „საპატიო დამკვირვებლის დღეს“ დაესწრნენ: თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, თურქეთის თავდაცვის მინისტრი იაშარ გიულერი, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი გენერალ პოლკოვნიკი ზაქირ ჰასანოვი, ასევე სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის სამხედრო და პოლიტიკური წარმომადგენლები. საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად, დელეგაციაში არიან საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი და მისი მოადგილე - გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე.

მრავალეროვნული სამხედრო წვრთნების - „EFES-2026“ პარალელურად, მინისტრებმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს. საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ირაკლი ჩიქოვანმა თურქ კოლეგას მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა, თავდაცვის სფეროში ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა. მინისტრმა სტრატეგიულ პარტნიორს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. საუბარი შეეხო უსაფრთხოების გამოწვევებსა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს თავდაცვის სფეროში ორმხრივი და სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატებზე, რომელიც სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს: მაღალი დონის ვიზიტებს, ერთობლივ სწავლებებს, სასწავლო კურსებს, ექსპერტთა დონის კონსულტაციებსა და სხვა.

„EFES-2026“ თურქეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი მასშტაბური და სტრატეგიული მნიშვნელობის მრავალეროვნული სწავლებაა, რომელშიც 50-მდე ქვეყანა მონაწილეობს.
საქართველოს თავდაცვის ძალებმა მრავალეროვნულ სწავლებაში მეოთხედ მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრები სწავლების ფარგლებში ორგანიზებულ თავდაცვის ინდუსტრიის გამოფენასაც დაესწრნენ და თავდაცვის მრეწველობის ცნობილი თურქული კომპანიების წარმოებულ პროდუქციას გაეცნენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა
თამარ ჩერგოლეიშვილი გრიგოლ გეგელიასა და ლანა გალდავაზე: ეს ორი არსება არის პოლიტიკური არარაობა
ზურაბ ქადაგიძე: 26 მაისი მორალური პრინციპების გათელვით, ოპოზიციის მიერ ტექნიკურად შემოგდებული თემაა. ეს სწორედ ის ამორალური კასტაა, რომლის კისერზეცაა 15 წლის წინანდელი 26 მაისის აქციის ტრაგედია
ვლადიმერ პუტინი - ბირთვული იარაღის გამოყენება რუსეთისა და ბელარუსის უსაფრთხოების უზრუნველყოფის უკიდურესი ზომაა
შიო III - უფალი დღესაც ჩვენთან არის, იგი ასრულებს თავის აღთქმას, დანაპირებს - თავისი მადლით, თავისი სიტყვით, თავისი სიყვარულით ის არის ჩვენში და ჩვენ შორის იმყოფება და მოქმედებს
არქივი