შალვა პაპუაშვილი: სამხედრო ფორმა მხოლოდ პროფესიის ნიშანი არ არის - ეს არის ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის სიმბოლო - დღევანდელი დაჯილდოება არის მადლიერების გამოხატულება იმ სამსახურისთვის, რომელსაც თქვენ ყოველდღიურად ასრულებთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
20 22 მაისი 2026, 19:06

დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ადამიანებს, რომელთა ერთგულება, პროფესიონალიზმი და თავდადება საქართველოს უსაფრთხოების, მშვიდობისა და სახელმწიფოებრიობის სამსახურში დგას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლების სახელმწიფო ჯილდოების დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, დღევანდელი დაჯილდოება არის მადლიერების გამოხატულება იმ სამსახურისთვის, რომელსაც თავდაცვის ძალები ყოველდღიურად ასრულებენ.

,,სამხედრო ფორმა მხოლოდ პროფესიის ნიშანი არ არის - ეს არის ქვეყნის, საზოგადოების და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის სიმბოლო. ეს არის მზადყოფნის გამოხატულება, რომ ნებისმიერ დროს დაიცვა სამშობლო, მისი თავისუფლება და ღირსება. საქართველოს ისტორიაში ქართველი მებრძოლი ყოველთვის იყო სიმამაცის, ერთგულებისა და თავდადების სიმბოლო. სწორედ ამ ტრადიციას აგრძელებენ დღეს საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, რომლებიც ღირსეულად ემსახურებიან საქართველოს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო მისიებში.

დღევანდელი დაჯილდოება არის მადლიერების გამოხატულება იმ სამსახურისთვის, რომელსაც თქვენ ყოველდღიურად ასრულებთ. თითოეული თქვენგანის შრომა, დისციპლინა და ერთგულება აძლიერებს საქართველოს და კიდევ უფრო მტკიცეს ხდის ჩვენს სახელმწიფოს. მადლობა თქვენი სამსახურისთვის, თქვენი ღირსებისთვის და თქვენი თავდადებისთვის. გილოცავთ დამსახურებულ ჯილდოებს და გისურვებთ მშვიდობას, წარმატებასა და გამძლეობას. ღმერთი ფარავდეს საქართველოს,”- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აზერბაიჯანული მედია: ბაქო-თბილისი-ბაქოს სარკინიგზო მარშრუტისთვის მოკლე დროში 1 000-ზე მეტი ბილეთი გაიყიდა
ახლა ჩვენ სამშვიდობო შეთანხმება გვჭირდება, რომელსაც უსაფრთხოების რეალური გარანტიები ექნება
მიხეილ ყაველაშვილმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დააჯილდოვა
ირაკლი კობახიძე: მუდმივად გავაგრძელებთ თავდაცვის ძალების სრულყოფაზე ზრუნვას, რათა ჯარი უზრუნველყოფილი იყოს თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და აღჭურვილობით, ხოლო თითოეულ ჯარისკაცს, ოფიცერსა თუ სერჟანტს ცხოვრებისა და საქმიანობის საუკეთესო პირობები და სათანადო დაფასება ჰქონდეს
შსს - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სახელით მოქალაქეებს ეგზავნება შეტყობინებები, თითქოს ისინი დაჯარიმდნენ საგზაო მოძრაობის წესის დარღვევისთვის - აღნიშნული შეტყობინებები საპატრულო პოლიციისგან არ არის
არქივი