აზერბაიჯანული მედია: ბაქო-თბილისი-ბაქოს სარკინიგზო მარშრუტისთვის მოკლე დროში 1 000-ზე მეტი ბილეთი გაიყიდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
71 22 მაისი 2026, 20:47

როგორც გამოცემა AzerNEWS-ი „აზერბაიჯანის რკინიგზაზე“ დაყრდნობით იტყობინება, განახლებული ბაქო-თბილისი-ბაქოს სარკინიგზო მარშრუტისთვის მოკლე დროში 1 000-ზე მეტი ბილეთი გაიყიდა.

გავრცელებული მონაცემებით, ბაქოში 400-ზე მეტი ბილეთი გაიყიდა, ხოლო თბილისში ბილეთების გაყიდვებმა 500-ს გადააჭარბა.

მგზავრთა მხრიდან მაღალი მოთხოვნის გამო, კომპანიამ ბაქოდან გამსვლელ პირველ მატარებელს დამატებითი ვაგონი მიაბა.

სარკინიგზო ოპერატორმა ასევე აღნიშნა, რომ მოთხოვნის მკვეთრმა ზრდამ ბილეთების გაყიდვის სისტემასა და სალაროებში დროებითი შეფერხებები გამოიწვია.

„ბოდიშს გიხდით დროებითი უხერხულობისთვის და მგზავრებს გაგებისკენ მოვუწოდებთ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტზე მატარებლების მიმოსვლის განახლება ბაქოდან 25 მაისს, ხოლო თბილისიდან 26 მაისს არის დაგეგმილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ახლა ჩვენ სამშვიდობო შეთანხმება გვჭირდება, რომელსაც უსაფრთხოების რეალური გარანტიები ექნება
მიხეილ ყაველაშვილმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დააჯილდოვა
შალვა პაპუაშვილი: სამხედრო ფორმა მხოლოდ პროფესიის ნიშანი არ არის - ეს არის ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის სიმბოლო - დღევანდელი დაჯილდოება არის მადლიერების გამოხატულება იმ სამსახურისთვის, რომელსაც თქვენ ყოველდღიურად ასრულებთ
ირაკლი კობახიძე: მუდმივად გავაგრძელებთ თავდაცვის ძალების სრულყოფაზე ზრუნვას, რათა ჯარი უზრუნველყოფილი იყოს თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და აღჭურვილობით, ხოლო თითოეულ ჯარისკაცს, ოფიცერსა თუ სერჟანტს ცხოვრებისა და საქმიანობის საუკეთესო პირობები და სათანადო დაფასება ჰქონდეს
შსს - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სახელით მოქალაქეებს ეგზავნება შეტყობინებები, თითქოს ისინი დაჯარიმდნენ საგზაო მოძრაობის წესის დარღვევისთვის - აღნიშნული შეტყობინებები საპატრულო პოლიციისგან არ არის
არქივი