დავით მშვენიერაძის თქმით, დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის შეგროვებული თანხა არა მედიკამენტების, არამედ სპეციალური ეტლებისა და დამხმარე აღჭურვილობის დაფინანსებას მოხმარდება, თუმცა, ჯანდაცვის სამინისტრო აღნიშნულ საჭიროებებს წლიურად 3 მილიონი ლარით უკვე აფინანსებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
59 23 მაისი 2026, 21:41

„დაიცავი ილიაუნის“ წევრი დავით მშვენიერაძე აცხადებს, რომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის შეგროვებული თანხა მედიკამენტების შესაძენად არ არის განკუთვნილი.

მისი თქმით, შეგროვებული თანხა სრულად მოხმარდება სპეციალური ეტლებისა და საჭირო დამხმარე აღჭურვილობის დაფინანსებას.

აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის სინდრომის მქონე პირებისთვის სპეციალური ეტლებისა და დამხმარე აღჭურვილობის დაფინანსებას ისედაც უზრუნველყოფს და ამ მიზნით წლიურად 3 მილიონ ლარს გამოყოფს.

„ამ ოჯახებს აქვთ მრავალი ყოველდღიური საჭიროება. გარდა წამლისა მათ სჭირდებათ სხვა დახმარებები, რომლებიც არის ოპერაციები, ადაპტირებული სკამები, ადაპტირებული მანქანები და ამ თანხას გამოიყენებენ სრულიად ამაში. ამასაც სახელმწიფო უნდა აფინანსებდეს, მაგრამ როდესაც სახელმწიფო არის უმოქმედო, ჩვენ ვერ დაველოდებით ამას, რადგან ამ ბავშვების მდგომარეობა ყოველდღიურად შეიძლება გაუარესდეს. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ ეს პასუხისმგებლობა ჩვენს თავზე ავიღოთ,“- განაცხადა მშვენიერაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ჩიხელიძე: კეთილშობილური იდეა მანიპულაციისთვის გამოიყენეს, კამპანიის მთავარ მიზნად არა წამლების შეძენა, არამედ დიუშენით დაავადებულთა საჭიროებებისთვის აუცილებელი ინვენტარის შესყიდვა გამოაცხადეს
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მხარდაჭერა არ უნდა გახდეს პოლიტიკური სპეკულაციის თემა
ეკატერინე შარაძე დიუშენით დაავადებულ პაციენტებზე: სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარები აქამდეც უზრუნველყოფილნი იყვნენ სხვადასხვა ტიპის დამხმარე საშუალებებით
ეკა სეფაშვილი: ფიშერის განცხადება, რომ თითქოსდა, ვერ იპოვა „დიფ სთეითი“, მხოლოდ მის უსუსურობაზე მეტყველებს - ის ცდილობს, თავი აარიდოს ლეგიტიმურ შეკითხვებს
პატრიარქი: ვევედრებით უფალს, მოგვცეს დიდი მადლი აფხაზებთან, ოსებთან დიდი შერიგებისა, ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისა, დევნილების დაბრუნებისა თავიანთ სახლებში...
არქივი