დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მხარდაჭერა არ უნდა გახდეს პოლიტიკური სპეკულაციის თემა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
55 23 მაისი 2026, 22:27

დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მხარდაჭერა არ უნდა გახდეს პოლიტიკური სპეკულაციის თემა, - წერს ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ახლა ირკვევა, რომ აქტივისტები თანხას არა წამლისთვის, არამედ, ყავარჯნებისთვის, ეტლებისა და იმ საჭიროებებისთვის აგროვებენ, რასაც უკვე წლებია, სახელმწიფო აფინანსებს.

„როგორც ირკვევა, აქტივისტები თანხას აგროვებენ არა წამლის შესაძენად, არამედ ეტლებისყავარჯნების და სხვა სამედიცინო აქსესუარების შესაძენად. ვინც არ იცის: სახელმწიფო უკვე წლებია აფინანსებს ამ ბავშვების საჭიროებებს და მხოლოდ წელს მიმდინარე პროგრამებისთვის სამი მილიონი ლარია გამოყოფილი. დაფინანსება მოიცავს როგორც სარეაბილიტაციო მომსახურებას, ისე სხვადასხვა სამედიცინო საჭიროებას. აქედან გამომდინარე, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, თითქოს სახელმწიფო საერთოდ არაფერს აკეთებს, უბრალოდ არასწორია. თუ ვინმეს დამატებითი დახმარების სურვილი აქვს, ეს მისასალმებელია, მაგრამ ადამიანური ტრაგედიების პოლიტიკურ კამპანიად ქცევა და იმის დამალვა, რომ სახელმწიფო პროგრამები უკვე მუშაობს, უკიდურესად არაკეთილსინდისიერია," - წერს მეტრეველი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: სახელმწიფო ყოველ წელს 3 მილიონს ხარჯავს დიუშენით დაავადებულებისთვის საჭირო ნივთების შესაძენად, ასე რომ არ გამოვა ხრიკი, თითქოს, სახელმწიფო დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არაფერს აკეთებს
დავით ჩიხელიძე: კეთილშობილური იდეა მანიპულაციისთვის გამოიყენეს, კამპანიის მთავარ მიზნად არა წამლების შეძენა, არამედ დიუშენით დაავადებულთა საჭიროებებისთვის აუცილებელი ინვენტარის შესყიდვა გამოაცხადეს
ეკატერინე შარაძე დიუშენით დაავადებულ პაციენტებზე: სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარები აქამდეც უზრუნველყოფილნი იყვნენ სხვადასხვა ტიპის დამხმარე საშუალებებით
დავით მშვენიერაძის თქმით, დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის შეგროვებული თანხა არა მედიკამენტების, არამედ სპეციალური ეტლებისა და დამხმარე აღჭურვილობის დაფინანსებას მოხმარდება, თუმცა, ჯანდაცვის სამინისტრო აღნიშნულ საჭიროებებს წლიურად 3 მილიონი ლარით უკვე აფინანსებს
ეკა სეფაშვილი: ფიშერის განცხადება, რომ თითქოსდა, ვერ იპოვა „დიფ სთეითი“, მხოლოდ მის უსუსურობაზე მეტყველებს - ის ცდილობს, თავი აარიდოს ლეგიტიმურ შეკითხვებს
არქივი