გურამ მაჭარაშვილი კანდელაკის „კვლევაზე“: მტკიცებულებები რომ ჰქონდეთ, თუნდაც ირიბი, საჯაროდ არ გამოაქვეყნებდნენ? - ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის დალაგების პროცესი მათთვის არის კოშმარი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
41 25 მაისი 2026, 08:58

მტკიცებულებები რომ ჰქონდეთ, თუნდაც ირიბი, საჯაროდ არ გამოაქვეყნებდნენ? რა თქმა უნდა გამოაქვეყნებდნენ, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა, რითაც გამოეხმაურა გიორგი კანდელაკის „კვლევაზე“ დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას.

საუბარია ამერიკული მედიასაშუალების სტატიაზე, სადაც საქართველო ტერორისტული ოპერაციების ცენტრად არის მოიხსენიებული.

„ეუბნებიან - გამოგვეცალა დაძაბულობის მუხტი, არგუმენტები და ახლა უნდა თქვათ, რომ იქ ტერორისტი იზრდება, იქ ტერორიზმის სასწავლებლებია. რატომ? იმიტომ რომ, ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის დალაგების პროცესი ამათთვის არის კოშმარი“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით, თბილისი ირანელი რეკრუტირებისა და ტერორისტული ოპერაციების ნაყოფიერ ნიადაგად იქცა, - ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა The Washington Free Beacon სტატიას, რომლის ავტორი, ადამ კრედო, ოპოზიციის მხარდამჭერების - ჯო უილსონისა და ლუკ კოფის გარდა, ოპოზიციონერ გიორგი კანდელაკის განცხადებებსაც ეყრდნობა.

კანდელაკი აცხადებს, რომ ალ-მუსტაფას, რომელიც დონალდ ტრამპმა 2020 წელს ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, საქართველოში უნივერსიტეტის სამი კამპუსი აქვს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პოლიტიკოსებისთვის, დეპუტატებისა და მერებისთვის ხელფასის შემცირებას გეგმავს
დრონებით და რაკეტებით თავდასხმის შედეგად 100-მდე ადამიანი დაშავდა, 4 გარდაიცვალა
ზაზა შათირიშვილი: ერის სუვერენიტეტი არის მუდმივი რეფერენდუმი, რომელიც დროსა და სივრცეში არ მთავრდება
სოზარ სუბარი: რუსთაველის გამზირს ძალიან ბევრი მიტინგი ახსოვს და ძალიან ბევრი დარბევაც, მაგრამ 2011 წლის 26 მაისს, განსხვავებით ყველა სხვა მსგავსი ღონისძიებისგან, ხალხს არ დაუტოვეს გასაქცევი. ეს იყო სპეციალურად მოფიქრებული სპეცოპერაცია
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ჩემი პოლიტიკა, როგორც ტრამპის, უცვლელია: ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება
არქივი