ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო - გამოძახებები ძირითადად უსაფრთხო ქვეწარმავლებზე ფიქსირდება, მათ შორის, გველხოკერაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
67 25 მაისი 2026, 10:30

გამოძახებები ძირითადად უსაფრთხო ქვეწარმავლებზე ფიქსირდება, მათ შორის, გველხოკერაზე. თბილისში 2025 წელს დაჭერილია 210 ქვეწარმავალი - აღსანიშნავია, რომ ხშირია ცრუ გამოძახებები, როდესაც ადგილზე მისულ ჯგუფს ქვეწარმავალი აღარ ხვდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში განუცხადეს.

მათივე ცნობით, თბილისში, ბოლო 4 თვეში დაჭერილია 11 ქვეწარმავალი.

„ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო უზრუნველყოფს ურბანულ გარემოში ბინადარი ცხოველების პოპულაციების მართვასა და კონტროლს თანამედროვე და მსოფლიოში აპრობირებული ჰუმანური მეთოდებით.

სააგენტოს მიზანია ადამიანისა და ცხოველის უსაფრთხო, საიმედო და მეგობრული თანაცხოვრების გარემოს შექმნა. სააგენტო ასევე პასუხისმგებელია მოსახლეობისა და ცხოველების დაცვაზე (აგრესიის ან/და საშიში დაავადებების) მატარებელი ცხოველებისა და ქვეწარმავლებისაგან. საჭიროების შემთხვევაში, სააგენტო ჰუმანური წესით ახორციელებს მათი დაჭერას და შესაბამის ადგილებში გადაყვანას, გაშვებას.

ქვეწარმავლების სახეობების მიხედვით დაყოფა არ ხდება, თუმცა გამოძახებები ძირითადად უსაფრთხო ქვეწარმავლებზე ფიქსირდება, მათ შორის, გველხოკერაზე.

2025 წელს: დაჭერილია - 210. 2026 წელს (იანვარი-აპრილი): დაჭერილია - 11

აღსანიშნავია, რომ ხშირია ცრუ გამოძახებები, როდესაც ადგილზე მისულ ჯგუფს ქვეწარმავალი აღარ ხვდება.

ქვეწარმავლის შემჩნევის შემთხვევაში აუცილებელია დარეკოთ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცხელ ხაზზე - 112 - ზე, რათა სააგენტოს ოპერატიულმა ჯგუფმა დროულად მოახდინოს რეაგირება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 2 პირი
დავით ქართველიშვილი: ფორმალურად სამხრეთ კავკასიაში არც ერთი ქვეყანა არ აცხადებს საქართველოს „რეგიონულ ლიდერად“, მაგრამ პრაქტიკაში რეგიონის ყველა მთავარი კომუნიკაცია სწორედ მის გარშემო იწყებს ტრიალს
ევროკომისიამ საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-მდე გააუმჯობესა - ანგარიშის დეტალები
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პოლიტიკოსებისთვის, დეპუტატებისა და მერებისთვის ხელფასის შემცირებას გეგმავს
გურამ მაჭარაშვილი კანდელაკის „კვლევაზე“: მტკიცებულებები რომ ჰქონდეთ, თუნდაც ირიბი, საჯაროდ არ გამოაქვეყნებდნენ? - ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის დალაგების პროცესი მათთვის არის კოშმარი
არქივი