ირაკლი კობახიძე: 2029 წლისთვის ანაკლიის პროექტის პირველი ფაზის დასრულება არის აბსოლუტურად რეალური
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
60 25 მაისი 2026, 13:19

2029 წლისთვის ანაკლიის პროექტის პირველი ფაზის დასრულება არის აბსოლუტურად რეალური, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სინგაპურულ კონსორციუმთან მოლაპარაკებები გრძელდება.

„ამ ეტაპზე არ იგეგმება რაიმე ახალი პროცესის დაწყება. გამომდინარე იქიდან, რომ პროექტის განხორციელება ისედაც გრძელდება, ჩვენ გვაქვს გარკვეულ ეტაპამდე იმის საშუალება, რომ ხელოვნურად არ დავაჩქაროთ პროცესები, თუმცა რაღაც ეტაპზე ბუნებრივია, შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული. ვფიქრობ, წლის ბოლოს არ უნდა გადასცდეს ეს ყველაფერი, ძალიან მალევე, უახლოეს თვეებში უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება თანამშრომლობის გაგრძელების კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებით. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა.

რაც შეეხება სამუშაოებს, სამუშაოები გრძელდება. იყო ძალიან მცირე პაუზა, რაც იყო განპირობებული ხელშეკრულების გადახედვით და მინდა გითხრათ, რომ მნიშვნელოვნად შემცირდა ხელშეკრულების პირობები, ფინანსური მხარე. სახელმწიფოს მოუწევს ბევრად ნაკლები ხარჯის გაწევა დაღრმავების სამუშაოებისთვის, ტალღმჭრელის მოწყობის სამუშაოებისთვის, ამან წაიღო მცირე დრო, თუმცა შესაბამისი ინტენსივობით გრძელდება სამუშაოები. შესაბამისად 2029 წლისთვის პროექტის პირველი ფაზის დასრულება არის აბსოლუტურად რეალური. პარალელურად ვმუშაობთ გზაზე, რკინიგზაზე, ესეც არის რეალური პროცესი. სათანადო ვადებში ყველა პროექტი იქნება განხორციელებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაია ბითაძე კანდელაკის „კვლევაზე“: ნათლად ვხედავთ თუ როგორ ისტერიკაშია „ნაციონალური მოძრაობა“ იმის ფონზე, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ნორმალიზება
დიმიტრი მედვედევი - ნიკოლ ფაშინიანი, შესაძლოა, „მტკივნეულად დაეშვას“ ევრაზიული კავშირისა და ევროკავშირის სკამებს შორის
პროკურატურამ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
ირაკლი კობახიძე: ვფიქრობთ, ევროკომისიის მიერ წარმოდგენილ ეკონომიკური ზრდის გაზრდილ 5,5%-იან მაჩვენებელსაც გადავაჭარბებთ - ეს ყველაფერი განპირობებულია სწორი ეკონომიკური პოლიტიკით
ირაკლი კობახიძე: გვქონდა რამდენიმე კომუნიკაცია, მათ შორის, მქონდა კომუნიკაცია ბატონ რუბიოსთან და ეს ყველაფერი გვინარჩუნებს რწმენას, რომ შესაძლებელია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვა
არქივი