ირაკლი კობახიძე: ვფიქრობთ, ევროკომისიის მიერ წარმოდგენილ ეკონომიკური ზრდის გაზრდილ 5,5%-იან მაჩვენებელსაც გადავაჭარბებთ - ეს ყველაფერი განპირობებულია სწორი ეკონომიკური პოლიტიკით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
55 25 მაისი 2026, 13:20

ჩვენ ვფიქრობთ, ევროკომისიის მიერ წარმოდგენილ ეკონომიკური ზრდის გაზრდილ 5,5%-იან მაჩვენებელსაც გადავაჭარბებთ, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ეკონომიკური ზრდის პროგნოზთან დაკავშირებით ევროკომისიის ანგარიშზე დასმული კითხვის საპასუხოდ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს მაჩვენებელი ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებას.

„პროგნოზის ზრდა განაპირობა პირველი კვარტლის მონაცემებმა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გაზრდილ 5,5%-იან მაჩვენებელსაც გადავაჭარბებთ, რაც წარმოადგინა ევროკომისიამ. ეს ყველაფერი განპირობებულია სწორი ეკონომიკური პოლიტიკით. დღესაც გვქონდა მნიშვნელოვანი ღონისძიება. კომპანია „ტეზერთან“ დავიწყეთ აქტიური თანამშრომლობა. ეს არის დაახლოებით 200 მილიარდის აქტივების მქონე მაღალტექნოლოგიური კომპანია. ესეც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ინვესტორებში არის მაღალი ნდობა ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ, ჩვენი ხელისუფლების მიმართ. ეს ყველაფერი დამატებით ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებას და დამატებით ტემპის გაზრდას. ჩვენ გვაქვს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, სათანადო საგადასახადო სისტემა, გვყავს ძალიან ეფექტური გუნდი მთავრობაში და კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა ამ ერთი წლის განმავლობაში კორუფციის აღმოფხვრის მიმართულებით, განსაკუთრებით ზედა დონეზე. ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება ეკონომიკურ ტენდენციებზე. თუ ჩვენ შარშან წელი დავხურეთ 7,5%-ით, პირველ კვარტალში გვქონდა 9,1% ეკონომიკური ზრდა. ანუ, შარშანდელ მაღალ ზრდასთან შედარებითაც კი გაიზარდა ზრდის მაჩვენებელი. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი აქ არის კორუფციის აღმოფხვრა, კონკრეტული მიმართულებებით პოლიტიკის გადახედვა. რა თქმა უნდა, ყურადღებას არ მოვადუნებთ და ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაია ბითაძე კანდელაკის „კვლევაზე“: ნათლად ვხედავთ თუ როგორ ისტერიკაშია „ნაციონალური მოძრაობა“ იმის ფონზე, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ნორმალიზება
დიმიტრი მედვედევი - ნიკოლ ფაშინიანი, შესაძლოა, „მტკივნეულად დაეშვას“ ევრაზიული კავშირისა და ევროკავშირის სკამებს შორის
პროკურატურამ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
ირაკლი კობახიძე: 2029 წლისთვის ანაკლიის პროექტის პირველი ფაზის დასრულება არის აბსოლუტურად რეალური
ირაკლი კობახიძე: გვქონდა რამდენიმე კომუნიკაცია, მათ შორის, მქონდა კომუნიკაცია ბატონ რუბიოსთან და ეს ყველაფერი გვინარჩუნებს რწმენას, რომ შესაძლებელია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვა
არქივი