მაია ბითაძე კანდელაკის „კვლევაზე“: ნათლად ვხედავთ თუ როგორ ისტერიკაშია „ნაციონალური მოძრაობა“ იმის ფონზე, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ნორმალიზება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
44 25 მაისი 2026, 14:40

ნათლად ვხედავთ თუ როგორ ისტერიკაშია „ნაციონალური მოძრაობა“ იმის ფონზე, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ნორმალიზება, - ასე აფასებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე ოპოზიციონერ გიორგი კანდელაკის „კვლევაზე“ დაყრდნობით, გამოცემულ სტატიას, სადაც ამერიკული მედიასაშუალება საქართველოს ტერორისტული ოპერაციების ცენტრად მოიხსენიებს.

მისი თქმით, არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში მსგავს კონტექსტში საქართველოს და ირანის ურთიერთობაზე საუბარი ნათლად აჩვენებს, რომ რადიკალები ყველაფერზე წამსვლელები არიან.

„იმ ფონზე, როდესაც საქართველოსა და ირანს შორის 0-დან 1%-მდეა ექსპორტ-იმპორტი სასაცილოც კია იმაზე საუბარი, რომ რაიმე გავლენა შეიძლება იყოს ირანული საქართველოზე. და განსაკუთრებით საყურადღებოა, როდესაც ირანზე ამ კონტექსტში საუბრობს აი, ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რაც პირდაპირ მიუთითებს, რომ არაფერზე არ არიან უკან დამხევები“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით, თბილისი ირანელი რეკრუტირებისა და ტერორისტული ოპერაციების ნაყოფიერ ნიადაგად იქცა, - ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა The Washington Free Beacon სტატიას, რომლის ავტორი, ადამ კრედო, ოპოზიციის მხარდამჭერების - ჯო უილსონისა და ლუკ კოფის გარდა, ოპოზიციონერ გიორგი კანდელაკის განცხადებებსაც ეყრდნობა.

კანდელაკი აცხადებს, რომ ალ-მუსტაფას, რომელიც დონალდ ტრამპმა 2020 წელს ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, საქართველოში უნივერსიტეტის სამი კამპუსი აქვს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი მედვედევი - ნიკოლ ფაშინიანი, შესაძლოა, „მტკივნეულად დაეშვას“ ევრაზიული კავშირისა და ევროკავშირის სკამებს შორის
პროკურატურამ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
ირაკლი კობახიძე: ვფიქრობთ, ევროკომისიის მიერ წარმოდგენილ ეკონომიკური ზრდის გაზრდილ 5,5%-იან მაჩვენებელსაც გადავაჭარბებთ - ეს ყველაფერი განპირობებულია სწორი ეკონომიკური პოლიტიკით
ირაკლი კობახიძე: 2029 წლისთვის ანაკლიის პროექტის პირველი ფაზის დასრულება არის აბსოლუტურად რეალური
ირაკლი კობახიძე: გვქონდა რამდენიმე კომუნიკაცია, მათ შორის, მქონდა კომუნიკაცია ბატონ რუბიოსთან და ეს ყველაფერი გვინარჩუნებს რწმენას, რომ შესაძლებელია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვა
არქივი