„ყაზბეგის“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული მობილური ტელეფონების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
54 25 მაისი 2026, 16:12

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, „ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე კანონდარღვევის ფაქტი გამოავლინეს. უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული 17 ცალი მობილური ტელეფონი აღმოაჩინეს, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, არადეკლარირებული ტელეფონების საბაჟო ღირებულებამ ჯამში 53020 ლარი შეადგინა.

„საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
მაია ბითაძე კანდელაკის „კვლევაზე“: ნათლად ვხედავთ თუ როგორ ისტერიკაშია „ნაციონალური მოძრაობა“ იმის ფონზე, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ნორმალიზება
დიმიტრი მედვედევი - ნიკოლ ფაშინიანი, შესაძლოა, „მტკივნეულად დაეშვას“ ევრაზიული კავშირისა და ევროკავშირის სკამებს შორის
პროკურატურამ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
ირაკლი კობახიძე: ვფიქრობთ, ევროკომისიის მიერ წარმოდგენილ ეკონომიკური ზრდის გაზრდილ 5,5%-იან მაჩვენებელსაც გადავაჭარბებთ - ეს ყველაფერი განპირობებულია სწორი ეკონომიკური პოლიტიკით
არქივი