რომის პაპმა ხელოვნური ინტელექტის განვითარება ბაბილონის გოდოლის მშენებლობას შეადარა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
43 25 მაისი 2026, 17:37

რომის პაპმა ლეო XIV-მ გამოაქვეყნა პირველი დიდი ენციკლიკა Magnifica humanitas, სათაურით „ადამიანის დაცვის შესახებ ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში“. თავის გზავნილში მან მსოფლიო მთავრობებს მოუწოდა, შეანელონ ხელოვნური ინტელექტის განვითარება და მკაცრად დაარეგულირონ ეს სფერო.

რომის პაპის აზრით, ხელოვნური ინტელექტი ხელს უწყობს დეზინფორმაციის გავრცელებას, პროვოცირებას უკეთებს კონფლიქტებს და არსებობს რისკი, რომ მან სამყარო უსასრულო ომამდე მიიყვანოს.

ლეო XIV აღნიშნავს, რომ მონაცემები, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტი იყენებს, არ უნდა რჩებოდეს ექსკლუზიურად კერძო ხელში. გარდა ამისა, პაპმა მოუწოდა ხელოვნური ინტელექტის შემქმნელ კომპანიებს შორის კონკურენციის დონის შემცირებისკენ.

კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელმა ხელოვნური ინტელექტის განვითარება შეადარა ბიბლიურ სიუჟეტს, რომელშიც ადამიანებმა ბაბილონის გოდოლის აშენება სცადეს და ღმერთი განარისხეს. ლეო XIV-ის თქმით, ეს ისტორია აჩვენებს ნებისმიერი იმ წამოწყების საფრთხეს, რომელიც „ცის მიღწევას ღვთის კურთხევის გარეშე ლამობს“.

თავის ენციკლიკაში რომის პაპი ასევე შეეხო „სამართლიანი ომის“ თეორიას - ეკლესიის დოქტრინას, რომელიც გლობალური კონფლიქტების გასამართლებლად გამოიყენებოდა. ის აღნიშნავს, რომ ეს თეორია მოძველდა, ხოლო სამხედრო ძალა შეიძლება მხოლოდ „თავდაცვისთვის, ამ სიტყვის ყველაზე მკაცრი გაგებით“ იყოს გამოყენებული.

როგორც Reuters-ი წერს, კომპანია Anthropic-ის თანადამფუძნებელმა, კრის ოლაჰმა, რომელიც ენციკლიკის პრეზენტაციას ესწრებოდა, მადლობა გადაუხადა რომის პაპს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ პრობლემებზე ყურადღების გამახვილებისთვის. მან აღნიშნა, რომ მისი მსგავსი კომპანიები ძლიერ კომერციულ ზეწოლას განიცდიან და გარე კონტროლს საჭიროებენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
გიორგი ვოლსკი: „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ სივრცეში ჩამოყალიბდა საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი სამსახური, რომელსაც შესაძლოა „შეთქმულთა გუნდი“ დავარქვათ
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
„ყაზბეგის“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული მობილური ტელეფონების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
არქივი