ლადო სადღობელაშვილი - ყველაზე საშიში ის ხალხია ვინც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლას უცხოეთიდან ცდილობს და საკუთარ ანგაჟირებულ ამბიციებს სამშობლოზე მაღლა აყენებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
36 25 მაისი 2026, 20:54

„ჰადსონის ინსტიტუტის” ტრიბუნიდან საკუთარი ქვეყნის ტერორიზმში დადანაშაულება, ეს არის დარტყმა საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე და ეროვნული ინტერესების მიზანმიმართული დაკნინება! სხვაგვარად ამას ღალატი ჰქვია!- წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი გიორგი კანდელაკის კვლევაზე, რომელშიც წერია, რომ თბილისი ირანის მიერ აგენტების გადაბირებისა და ტერორისტული ოპერაციების ნაყოფიერ ნიადაგად იქცა.

მისი თქმით, ზოგი ე.წ. პოლიტიკანისთვის ძალაუფლების დაბრუნების სურვილი ისეთი დიდია რომ საქართველოს ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ წარმოჩენასაც არ ერიდება!

„გიორგი კანდელაკი ანუ ფილიპე მახარაძეს სულიერი შვილი, სოროსის ფონდის წარჩინებული აღზრდილი, დედა ეკლესიის ღია და დაუძინებელი მტერი ამერიკაში საუბრობდა იმაზე, თითქოს საქართველო ტერორისტული ქსელებისა და ირანთან დაკავშირებული ჯგუფების პლაცდარმად იქცა! მან იქვე ძალიან პროვოკაციული შეფასება მისცა ყოველივე ამას და თქვა რომ „ეს ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიდის”! - არახალია რომ საქართველოს ბევრი საგარეო მტერი ჰყავს, მაგრამ ყველაზე საშიში ის ხალხია ვინც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლას უცხოეთიდან ცდილობს და საკუთარ ანგაჟირებულ ამბიციებს სამშობლოზე მაღლა აყენებს! - ზოგი ე.წ. პოლიტიკანისთვის ძალაუფლების დაბრუნების სურვილი ისეთი დიდია რომ საქართველოს ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ წარმოჩენასაც არ ერიდება! - ვიმედოვნებ, აწი სუსში რომ დაიბარებენ იქიდან ხელბორკილების გარეშე არ გამოუშვებენ… მოღალატეს და ქვეყნის გამყიდველის ადგილი ციხეა! #კანდელაკი #მოღალატე #გამყიდველი”- წერს სადღობელაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, გასაღების და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე სასამართლომ დამნაშავედ ცნო
შალვა პაპუაშვილი: აზერბაიჯანელ ხალხს გულითადად ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! - ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის ეფუძნებოდა ერთმანეთის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული ინტერესების პატივისცემას და გულწრფელ დიალოგს
ირაკლი კირცხალია - გიორგი კანდელაკს თავისი ღალატის სტილისტიკა დაცული აქვს, პოლიტიკოსად მისი მოხსენიება ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფაა
მიხეილ სააკაშვილი - ალიანსის დაანონსებული აქცია ყველა პარტიული და უპარტიო ადამიანის მხარდაჭერას იმსახურებს, მთავარია, ყველაფერს მოჰყვეს გაგრძელება და ერთჯერადი ქმედებებით არ შემოვიფარგლოთ
რომის პაპმა ხელოვნური ინტელექტის განვითარება ბაბილონის გოდოლის მშენებლობას შეადარა
არქივი