ვაშინგტონის მერმა მურიელ ბაუზერმა სპეციალური დეკლარაცია გამოსცა, რომლითაც 2026 წლის 26 მაისი კოლუმბიის ოლქში „საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ“ გამოცხადდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 26 მაისი 2026, 01:20

ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქის, ვაშინგტონის მერმა მურიელ ბაუზერმა სპეციალური დეკლარაცია გამოსცა, რომლითაც 2026 წლის 26 მაისი კოლუმბიის ოლქში „საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ“ გამოცხადდა.

ოფიციალური დოკუმენტით ვაშინგტონის მერია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 35 წლისთავს ულოცავს ქართველ ხალხსა და ამერიკაში მცხოვრებ ქართულ დიასპორას.

დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ საქართველო გლობალური თანამეგობრობის მნიშვნელოვანი წევრია, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს ძლიერ დემოკრატიულ ფასეულობებს, დინამიურ ეკონომიკურ განვითარებასა და სტრატეგიულ საერთაშორისო თანამშრომლობას.

„ვინაიდან, საქართველოს რესპუბლიკა გლობალური თანამეგობრობის მნიშვნელოვანი წევრია ძლიერი დემოკრატიული ფასეულობების განმტკიცების, დინამიური ეკონომიკური განვითარებისა და სტრატეგიული საერთაშორისო თანამშრომლობის წყალობით; და

ვინაიდან, ჩვენი ქართულ-ამერიკული საზოგადოების მემკვიდრეობა, ტრადიციები და მიღწევები მნიშვნელოვნად ამდიდრებს ჩვენი ადგილობრივი თემებისა და ჩვენი ქვეყნის კულტურულ მრავალფეროვნებასა და ეკონომიკურ სიძლიერეს; და

ვინაიდან, საქართველოს საელჩო აძლიერებს კოლუმბიის ოლქს თავისი წარმომადგენლობითა და ჩვენს თემებში კულტურული ჩართულობით; და

ვინაიდან, ჩვენი ფასეული ურთიერთობისა და კულტურული გაცვლის პატივსაცემად, ჩვენ ვუერთდებით საქართველოს მოსახლეობასა და ქართულ დიასპორას საქართველოს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავის აღნიშვნაში:

ამრიგად, ახლა, მე, ვაშინგტონის (კოლუმბიის ოლქი) მერი, ამით ვაცხადებ 2026 წლის 26 მაისს „საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ“ ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში“, - ნათქვამია დეკლარაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბრაზილიაში საქართველოს დროშის ფერებში განათდა სატელევიზიო ანძა, ეროვნული ბიბლიოთეკის შენობა და მანე გარინჩას სახელობის ეროვნული სტადიონი
26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
რუსეთის საგარეო უწყება: ლავროვმა რუბიოს კიევში სამხედრო ობიექტებზე სისტემური დარტყმების დაწყების შესახებ აცნობა
სამართალდამცველებმა კერძო საბავშვო ბაღის აღმზრდელი არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს
რუსეთის საგარეო უწყება უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, მათ შორის დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პერსონალს, კიევის დატოვებისკენ მოუწოდებს
არქივი