ვრცელდება ოპოზიციისთვის უცხოელი კონსულტანტის მიერ 26 მაისის აქციისთვის დაწერილი სამოქმედო გეგმა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
68 26 მაისი 2026, 11:13

ვრცელდება ოპოზიციისთვის უცხოელი კონსულტანტის მიერ 26 მაისის აქციისთვის დაწერილი სამოქმედო გეგმა. შესაბამის ინფორმაციას „Prime Time“ ავრცელებს.

„Prime Time"-მა ოპოზიციისთვის უცხოელი კონსულტანტის, იგორ ბლაჟევიჩის მიერ 26 მაისის აქციისთვის დაწერილი სამოქმედო გეგმა ექსკლუზიურად მოიპოვა. მას შემდეგ, რაც ქართული საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ქართულ პოლიტიკაში ბლაჟევიჩის აქტიური ჩართულობისა და არეულობის დაგეგმვის თაობაზე, ჩეხ ინსტრუქტორთან ურთიერთობა მხოლოდ ორ ადამიანს დარჩა, რომელთაგან ერთ-ერთი, სავარაუდოდ, ნიკა გვარამიაა.

"Prime Time"-ის ინფორმაციით, ოპოზიციისთვის ქვეყნის გარედან მიცემული დავალება ორ ნაწილად იყოფა: პირველი ხაზი გაერთიანებულია სათაურის ქვეშ "ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს", სადაც საუბარი უნდა იყოს იმაზე, რომ ქართველი ხალხი არის იმედგაცრუებული, შეშინებული და დაღლილი, მიდიან ემიგრაციაში, ხალხი უსამართლობაზე და მაღალ ფასებზეა გაბრაზებული.

მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამ ყველაფრით დარტყმა უნდა მიადგეს პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილის უმნიშვნელოვანეს მონაპოვარს - ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. ინსტრუქციის მიხედვით, მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის დარტყმის მიყენება და წარმოჩენა, თითქოს "ოპოზიციის ალიანსი" ამ ყველაფრის დასაბრუნებლად შეიქმნა. ქვეყნის გარედან გაცემული დავალება ასეთია: ოპოზიციონერებმა თავიანთი გამოსვლებით ხალხი უნდა დაარწმუნონ, რომ ივანიშვილი კი არ არის ძლიერი, არამედ, აქამდე ვერავინ შეძლო ოპოზიციური აქტივის გაერთიანება და ოპოზიციის მიზანი უნდა იყოს ამ ხალხის ერთად შეკვრა.

ცნობილი გახდა ისიც, როგორ გადანაწილდა დავალებები ოპოზიციურ პარტიებსა და მათ ლიდერებს შორის: ქვეყნის მდგომარეობაზე, სუვერენიტეტის დაკარგვასა და დამოუკიდებლობაზე დარტყმა დაევალა ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს; პარტია "დროამ" უნდა ისაუბროს ე.წ. პოლიტიკურ პატიმრებსა და პროტესტის უწყვეტობაზე; გვარამიას პარტია "ახალმა" უნდა ისაუბროს 26 მაისის შეკრების მიზეზების შესახებ და ახსნას მთავარი პოლიტიკური არსი.

ცნობილი გახდა ისიც, რომ დავალების მიხედვით შესაძლოა კარგი იყოს, "აქციაზე რაიმე მძიმე ადამიანური ისტორიის მოყოლა". "ევროპული საქართველო", უცხოელების დავალების შესაბამისად, ემიგრაციაზე, ჯანდაცვის პრობლემებზე და დიუშენის დაავადებაზე ისაუბრებს. რაც შეეხება "სტრატეგია აღმაშენებელს", პარტიამ უნდა ილაპარაკოს ხელისუფლების შეცვლის გზებზე. „თავისუფლების მოედნის" სასაუბრო თემა კი, ინსტრუქციის თანახმად, რეგიონები და თვითმმართველობებია. უცხოელ პატრონებს, არც დღევანდელ აქციაზე გამომსვლელთა შერჩევა დავიწყებიათ.

"Prime Time"-ის ინფორმაციით, ცნობილია სავარაუდო გამომსვლელების ვინაობა, რომლებიც, ძირითად შემთხვევაში, მათივე პარტიებისთვის გადანაწილებული თემების შესაბამისად დასვამენ აქცენტებს. ჩვენს ხელთ არსებული სია ასე გამოიყურება: ლევან ცუცქირიძე - რეგიონები, თენგო თევზაძე - ახალი არჩევნები, გიგი წერეთელი - პოლარიზაცია, სამედიცინო თემები, დიუშენის დაავადება; გიგა ბოკერია და თამარ ჩერგოლეიშვილი - უსაფრთხოება; გიორგი ვაშაძე - გაფართოების კამპანია, ოპოზიციის ალიანსი, ჯარიმები; ნანა ტოხვაძე - ემიგრანტების თემა. გამომსვლელები არიან ასევე, ნოდარ ჩაჩანიძე და ნიკა გვარამია.

"Prime Time"-ის ინფორმაციით, აქციის ბოლოს უნდა გამოცხადდეს საზაფხულო კამპანია - "ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს“. ოპოზიციის დავალებაა, შექმნას განცდა, რომ მათი ერთობა რეალური და ნამდვილია და მაქსიმალურად შეეცადონ შიდა დაპირისპირების დამალვას.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დაპირისპირება არ არის მხოლოდ ოპოზიციის შიგნით - ცნობილია, რომ გარკვეული უთანხმოება იყო იგორ ბლაჟევიჩსა და ოპოზიციის ლიდერებს შორის, რისი მიზეზიც გახდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ქმედება - მათ აქციაზე გამოსასვლელი სიტყვები ChatGPT-ის დახმარებით დაწერეს, რაზეც ბლაჟევიჩმა აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს მკაცრი გაფრთხილება მისცა“, - ნათქვამია "Prime Time"-ის ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
მარკო რუბიო: ვულოცავ ქართველ ხალხს ეროვნულ დღესასწაულს. ეს წელი ამერიკელ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრული კავშირების გასაძლიერებლად და მეტი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობს
26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
ვაშინგტონის მერმა მურიელ ბაუზერმა სპეციალური დეკლარაცია გამოსცა, რომლითაც 2026 წლის 26 მაისი კოლუმბიის ოლქში „საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ“ გამოცხადდა
ბრაზილიაში საქართველოს დროშის ფერებში განათდა სატელევიზიო ანძა, ეროვნული ბიბლიოთეკის შენობა და მანე გარინჩას სახელობის ეროვნული სტადიონი
არქივი