დღეს განსაკუთრებული მადლიერებით ვიხსენებთ ჩვენი ქვეყნის თავდადებულ შვილებს. მათ ვინც თავისუფლების მოპოვებისთვის მრავალწლიან ბრძოლაში გამარჯვებით მომავალ თაობებს უანდერძა დამოუკიდებელი ქვეყანა. ერთიანობასა და მშვიდობისთვის მათ მიერ გაწეული ღვაწლი და შეწირული სიცოცხლე გვავალდებულებს გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს, - აღნიშნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს.
როგორც საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქმა აღნიშნა, ნიშანდობლივია, რომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვებას, წინ უძღოდა ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა.
„ნიშანდობლივია, რომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვებას, წინ უძღოდა ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. ჭეშმარიტების სწრაფვით ქართველმა ერმა შეიცნო თავისუფლება ქრისტეში და სწორედ ამ ჭეშმარიტებამ განათავისუფლა იგი. ჭეშმარიტი თავისუფლება დამოუკიდებლობის მხოლოდ გარეგნულ გამოხატულება და წარსულის მონაპოვარი როდია?! არამედ ის უპირველესად ადამიანის სულიერ მდგომარეობას გულისხმობს და დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს ჩვენგან. ეს არის მუდმივი შრომა, თავდადება და ერთგულება რწმენის, მოყვასის, სამშობლოს და სიმართლის მსახურება. დღეს განსაკუთრებული მადლიერებით ვიხსენებთ ჩვენი ქვეყნის თავდადებულ შვილებს. მათ ვინც თავისუფლების მოპოვებისთვის მრავალწლიან ბრძოლაში გამარჯვებით მომავალ თაობებს უანდერძა დამოუკიდებელი ქვეყანა. ერთიანობასა და მშვიდობისთვის მათ მიერ გაწეული ღვაწლი და შეწირული სიცოცხლე გვავალდებულებს გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ნეტარხსენებული კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ღვაწლი. მისი ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობა იქცა ერის სულიერი და სახელმწიფოებრივი ერთობის, ეროვნული ცნობიერების, ეკლესიისა და ქვეყნის, საერთაშორისო ავტორიტეტის განმტკიცების მნიშვნელოვან საყრდენად“, - განაცხადა პატრიარქმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |