პრემიერი: ჩვენი ქვეყანა აღნიშნავს 1700 წლის იუბილეს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან, 1700 წელია რწმენა გვაძლიერებს და სიყვარული გვაერთიანებს, ქრისტიანობამ ჩვენს ხალხს მოამადლა სიყვარულის გამორჩეული კულტურა და ნიჭი, რომელსაც ბოროტება ვერასოდეს დაამარცხებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
65 26 მაისი 2026, 12:59

დღეს კიდევ ერთხელ ვიხსენებთ ჩვენი ერის მრავალსაუკუნოვან ბრძოლას სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის, ჩვენი თავისუფლებისმოყვარე ხალხისა და დიდი მოღვაწეების სიმამაცესა და სიბრძნეს, და იმ მარადიულ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეგვინარჩუნა ეროვნული ღირსება და ეროვნული თვითმყოფადობა, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურის თქმით, წელს საქართველო აღნიშნავს 1700 წლის იუბილეს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან.

„მოგესალმებით წვევამდელებს, რომლებმაც დღეს საზეიმოდ დადეთ ფიცი სამშობლოს წინაშე! მოგესალმებით ძვირფასო თანამოქალაქეებო, საზღვარგარეთ მცხოვრებო ჩვენო თანამემამულეებო, ქალბატონებო და ბატონებო. მივესალმები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს. გილოცავთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს!

დღეს ჩვენ განსაკუთრებულ თარიღს აღვნიშნავთ - დღეს კიდევ ერთხელ ვიხსენებთ ჩვენი ერის მრავალსაუკუნოვან ბრძოლას სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის, ჩვენი თავისუფლებისმოყვარე ხალხისა და დიდი მოღვაწეების სიმამაცესა და სიბრძნეს, და იმ მარადიულ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეგვინარჩუნა ეროვნული ღირსება და ეროვნული თვითმყოფადობა.

წელს ჩვენი ქვეყანა აღნიშნავს 1700 წლის იუბილეს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან. 326 წელს ქრისტიანობა ჩვენი ეროვნული იდენტობის განუყოფელ ნაწილად და ერთ-ერთ უმთავრეს საყრდენად იქცა. ქრისტიანობამ განსაზღვრა უნიკალური ქართული კულტურა, რომლითაც თითოეული ჩვენგანი ასე ვამაყობთ. 1700 წელია რწმენა გვაძლიერებს და სიყვარული გვაერთიანებს. ქრისტიანობამ ჩვენს ხალხს მოამადლა სიყვარულის გამორჩეული კულტურა და ნიჭი, რომელსაც ბოროტება და სიძულვილი ვერასოდეს დაამარცხებს.

ამ 17 საუკუნის მანძილზე, ჩვენ გარშემო იმპერიები ქრებოდა, საქართველომ კი დღემდე შეინარჩუნა ეროვნული თვითმყოფადობა და დამოუკიდებლობა. რომ არა უფლის მფარველობა და ქართველი ხალხის რწმენა, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის შვილები ვართ, ისტორიის ეს სასწაული ვერ შედგებოდა.

გიორგი მერჩულე ამბობდა: „ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების“. საქართველოს ეროვნული იდენტობის ეს ფორმულა ილია ჭავჭავაძემ - წმინდა ილია მართალმა სამი სიტყვით გამოხატა: „მამული, ენა, სარწმუნოება“. ეს არის ის სამი უმთავრესი ეროვნული ღირებულება, რომელსაც თავგანწირვით იცავდნენ ჩვენი წინაპრები და რომლის მტკიცედ დაცვა თითოეული ჩვენგანის ვალია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა დრო, რომ შეწყვეტილიყოს ფიქრი და ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის. ეს დაუღალავი მუხტი თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ყოველთვის ელოდა ისტორიის მორიგ ფანჯარას
პეტერ ფიშერი: გერმანია მხარს უჭერს ყველას, ვინც თავისუფალი, მშვიდობიანი და ევროპული საქართველოსკენ ისწრაფვის
პრემიერი: დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლის თავზე, თითოეულ პატრიოტ ქართველს შეუძლია იამაყოს, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
პატრიარქი: დღეს განსაკუთრებული მადლიერებით ვიხსენებთ ჩვენი ქვეყნის თავდადებულ შვილებს. მათ ვინც თავისუფლების მოპოვებისთვის მრავალწლიან ბრძოლაში გამარჯვებით მომავალ თაობებს უანდერძა დამოუკიდებელი ქვეყანა. ერთიანობასა და მშვიდობისთვის მათ მიერ გაწეული ღვაწლი და შეწირული სიცოცხლე გვავალდებულებს გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს
პატრიარქი: ჯარის ძალა არა ომის სურვილში, არამედ მშვიდობის შენარჩუნებაში უნდა ვლინდებოდეს - მშვიდობა ეს ის უმაღლესი მიზანია, რომელიც ამკვიდრებს კაცთა შორის მარადიულ ღირებულებებს და ჭეშმარიტ თავისუფლებას
არქივი