შალვა პაპუაშვილი: საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა დრო, რომ შეწყვეტილიყოს ფიქრი და ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის. ეს დაუღალავი მუხტი თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ყოველთვის ელოდა ისტორიის მორიგ ფანჯარას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
64 26 მაისი 2026, 13:09

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ეს დღე არის ჩვენი ეროვნული ნების, თავისუფლების სიყვარულის და პასუხისმგებლობის სიმბოლო, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, დღევანდელ დღესასწაულს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგანაც წელს აღინიშნება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი.

,,საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა დრო, როდესაც შეწყვეტილიყოს ფიქრი და ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის. ეს დაუღალავი მუხტი თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ყოველთვის ელოდა ისტორიის მორიგ ფანჯარას.

დღევანდელ დღესასწაულს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგანაც წელს აღვნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს. ეს თარიღი გვახსენებს, რომ ქართული სახელმწიფო და ქართული ეკლესია 17 საუკუნის განმავლობაში ერთად ქმნიდნენ იმ სულიერ და ეროვნულ საფუძველს, რომელმაც ურთულეს ეპოქებში გადაგვარჩინა.

გადაგვარჩინა ჩვენმა თვითშეგნებამ და სამმა უმთავრესმა საუნჯემ - ქვეყნის სიყვარულმა, ტრადიციების ერთგულებამ და რწმენის სიმტკიცემ, რომელთა მთავარი შემქმნელი და შემნახველია ორი ინსტიტუცია - ქართული სახელმწიფო და ქართული ეკლესია. მათი განცალკევება შეუძლებელია. მათი ისტორია ცალ-ცალკე ვერ მოითხრობა. ეს არის იმ ერთი სხეულის ორი საყრდენი, რომელსაც საქართველო ჰქვია.

ორი საუკუნის წინ ჩვენ ეს ორივე საყრდენი გამოგვაცალეს, ოქროს ჯაჭვი გამოგვაბეს და ჩვენი რწმენისგან დაცლა განიზრახეს. მას შემდეგ ვიბრძვით ჩვენი დამოუკიდებლობისთვის. და ეს ბრძოლა ჯერ კიდევ მოსაგებია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პეტერ ფიშერი: გერმანია მხარს უჭერს ყველას, ვინც თავისუფალი, მშვიდობიანი და ევროპული საქართველოსკენ ისწრაფვის
პრემიერი: დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლის თავზე, თითოეულ პატრიოტ ქართველს შეუძლია იამაყოს, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
პრემიერი: ჩვენი ქვეყანა აღნიშნავს 1700 წლის იუბილეს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან, 1700 წელია რწმენა გვაძლიერებს და სიყვარული გვაერთიანებს, ქრისტიანობამ ჩვენს ხალხს მოამადლა სიყვარულის გამორჩეული კულტურა და ნიჭი, რომელსაც ბოროტება ვერასოდეს დაამარცხებს
პატრიარქი: დღეს განსაკუთრებული მადლიერებით ვიხსენებთ ჩვენი ქვეყნის თავდადებულ შვილებს. მათ ვინც თავისუფლების მოპოვებისთვის მრავალწლიან ბრძოლაში გამარჯვებით მომავალ თაობებს უანდერძა დამოუკიდებელი ქვეყანა. ერთიანობასა და მშვიდობისთვის მათ მიერ გაწეული ღვაწლი და შეწირული სიცოცხლე გვავალდებულებს გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს
პატრიარქი: ჯარის ძალა არა ომის სურვილში, არამედ მშვიდობის შენარჩუნებაში უნდა ვლინდებოდეს - მშვიდობა ეს ის უმაღლესი მიზანია, რომელიც ამკვიდრებს კაცთა შორის მარადიულ ღირებულებებს და ჭეშმარიტ თავისუფლებას
არქივი