2011 წლის 26 მაისის დარბევისას გარდაცვლილი სულიკო ასათიანის მეუღლე: საშინელ მდგომარეობაში იყო, ყელი გამოგლეჯილი ჰქონდა და ზედ მარლის ნაჭერი ეფარა. ვინც გააპატიოსნა, ამბობდნენ, ენა ამოგლეჯილი ჰქონდაო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
76 26 მაისი 2026, 16:00

საშინელ მდგომარეობაში იყო [ცხედარი], ნაცემი და ნაიარევი, სულ „ზელიონკით” ჰქონდა დაფარული ტანზე ყველგან - ადგილს ვერ უნახავდი. ყელი გამოგლეჯილი ჰქონდა და დაფარებული ჰქონდა ზედ მარლის ნაჭერი. მე არ მინახავს და ვინც გააპატიოსნა, ენა ამოგლეჯილი ჰქონდაო, ამბობდნენ, - განაცხადა 2011 წლის 26 მაისის დარბევისას ნაწამები და მოკლული სულიკო ასათიანის მეუღლემ, შორენა ადეიშვილი-ასათიანმა, გადაცემაში „რეჟიმის ანატომია”.

სულიკო ასათიანის შვილის, პაატა ასათიანის თქმით, სამძიმარს გარეთ იღებდა რადგან, დასახიჩრებული მამის ცხედარს დიდხანს ვერ უყურებდა. გარდაცვლილის მეუღლემ გაიხსენა ისიც, რომ სულიკო ასათიანი მცხეთის იზოლატორში აწამეს.

„მცხეთის იზოლატორში რომ აწამებდნენ თურმე, იქ მყოფ ერთ ადამიანს უთქვამს, ხმა არ ამოუღია, მხოლოდ კვნესოდა თურმე და იძახდა “ვაი დედა”, - განაცხადა შორენა ადეიშვილი-ასათიანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კირცხალია: დღესაც ამ არეულობაში ჩართვის თავიდან არიდების რეჟიმშია ჩვენი ხელისუფლება საზოგადოების დახმარებით
შალვა პაპუაშვილი: საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა დრო, რომ შეწყვეტილიყოს ფიქრი და ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის. ეს დაუღალავი მუხტი თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ყოველთვის ელოდა ისტორიის მორიგ ფანჯარას
პეტერ ფიშერი: გერმანია მხარს უჭერს ყველას, ვინც თავისუფალი, მშვიდობიანი და ევროპული საქართველოსკენ ისწრაფვის
პრემიერი: დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლის თავზე, თითოეულ პატრიოტ ქართველს შეუძლია იამაყოს, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
პრემიერი: ჩვენი ქვეყანა აღნიშნავს 1700 წლის იუბილეს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან, 1700 წელია რწმენა გვაძლიერებს და სიყვარული გვაერთიანებს, ქრისტიანობამ ჩვენს ხალხს მოამადლა სიყვარულის გამორჩეული კულტურა და ნიჭი, რომელსაც ბოროტება ვერასოდეს დაამარცხებს
არქივი