ირაკლი კირცხალია: დღესაც ამ არეულობაში ჩართვის თავიდან არიდების რეჟიმშია ჩვენი ხელისუფლება საზოგადოების დახმარებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
15 26 მაისი 2026, 16:53

ტრენინგები არახალია ჩვენი საზოგადოებისთვის. ახლა ბლაჟევიჩია, მანამდე NDI-ის უფროსობა იყო და მენეჯმენტი. მანამდე ყველას კარგად გვახსოვს კანვასის ასე ვთქვათ ტრენინგები. ყველამ ვნახეთ და ვიხილეთ ეს ჩანაწერები და როგორ უტიფრად დატოვეს ტრენერებმა ჩვენი ქვეყანა დიპლომატიური მანდატების მფარველობის ქვეშ ესეც ყველას კარგად გვახსოვს. გვახსოვს ბაკურიანის ცნობილი შეკრებები, აკერმანისეული შეკრებები და სწავლებები, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.

"როდესაც ვსაუბრობთ აგენტურაზე, აგენტურა არის მათი, როგორ გითხრათ, ყველაზე ობიექტური შეფასება. ამას დიდი ახსნა-განმარტება არ სჭირდება ფაქტი სახეზეა, ისინი არ მალავენ. უტიფრად აღარ მალავენ არა მხოლოდ ისინი, არამედ ამ გეგმის აღმასრულებლები და შემსრულებლები, გეგმის დამწერებიც.

შეგახსენებთ იმ გეგმას, რომელიც გამოაგზავნეს აქ სულ რაღაც წელიწად-ნახევრის წინ, სადაც საუბარი იყო ბლოკირებაზე ქუჩების, სადაც საუბარი იყო ბოიკოტზე რომ თურმე დასუფთავების სამსახური უნდა გასულიყო ბოიკოტში, აფთიაქები უნდა გასულიყვნენ ბოიკოტში, ექიმები უნდა გასულიყვნენ ბოიკოტში და სრული პარალიზება და ეკონომიკური კოლაფსი უნდა მომხდარიყო ჩვენ ქვეყანაში. გვახსოვს ის სწავლებები თუ როგორ უნდა მიეყენებინათ მძიმე ტექნიკა პარლამენტის შენობასთან და ასე შემდეგ და ნახეთ ამის შედეგები, ამის რომანტიზებები, მცდელობა პარლამენტის შენობის დაწვის, დამწვარი პოლიციელები დამტვრეული განადგურებული ინფრასტრუქტურა და ვნახეთ მერამდენეჯერ. მეხუთეჯერ ბოლო წლების განმავლობაში და განსაკუთრებით როდის 2022 წლის შემდეგ და ეს არის ის თარიღი, საიდანაც იწყება ამ უბინძურესი შემოტევის, აი, ამ უბინძურესი სცენარების განვითარების ღია თავხედურად მოქმედების, აი, ამ სცენარის მიხედვით, როდესაც უკრაინა-რუსეთის სისხლისმღვრელი ომი, რომელიც დღესაც მიმდინარეობს და როდესაც დაიწყო ის პირდაპირი და ღია ზეწოლა ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევისა, რაც ღირსეულად ავირიდეთ და დღესაც აი, ამ არეულობაში ჩართვის თავიდან არიდების რეჟიმშია ჩვენი ხელისუფლება ჩვენი საზოგადოების დახმარებით", - განაცხადა კირცხალიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
2011 წლის 26 მაისის დარბევისას გარდაცვლილი სულიკო ასათიანის მეუღლე: საშინელ მდგომარეობაში იყო, ყელი გამოგლეჯილი ჰქონდა და ზედ მარლის ნაჭერი ეფარა. ვინც გააპატიოსნა, ამბობდნენ, ენა ამოგლეჯილი ჰქონდაო
შალვა პაპუაშვილი: საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა დრო, რომ შეწყვეტილიყოს ფიქრი და ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის. ეს დაუღალავი მუხტი თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ყოველთვის ელოდა ისტორიის მორიგ ფანჯარას
პეტერ ფიშერი: გერმანია მხარს უჭერს ყველას, ვინც თავისუფალი, მშვიდობიანი და ევროპული საქართველოსკენ ისწრაფვის
პრემიერი: დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლის თავზე, თითოეულ პატრიოტ ქართველს შეუძლია იამაყოს, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
პრემიერი: ჩვენი ქვეყანა აღნიშნავს 1700 წლის იუბილეს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან, 1700 წელია რწმენა გვაძლიერებს და სიყვარული გვაერთიანებს, ქრისტიანობამ ჩვენს ხალხს მოამადლა სიყვარულის გამორჩეული კულტურა და ნიჭი, რომელსაც ბოროტება ვერასოდეს დაამარცხებს
არქივი