ბაჩო ოდიშარია: ამ საუკუნეში, თუ ქვეყნის გადარჩენა და დამოუკიდებლობის მოპოვება ვინმესთან ასოცირდება, ეს ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც, ქართველ ხალხთან ერთად დაამარცხა ცხრაწლიანი, დიქტატურაში გარდამავალი ავტორიტარიზმი და 1991 წლის შემდეგ, საბჭოთა იმპერიისგან გათავისუფლებული საქართველო, გარე ძალების მიერ მართული სისხლისმსმელი აგენტურის კლანჭებიდან იხსნა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
66 26 მაისი 2026, 21:15

ამ საუკუნეში, თუ ქვეყნის გადარჩენა და დამოუკიდებლობის მოპოვება ვინმესთან ასოცირდება, ეს ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც, ფატალური რისკების მიუხედავად, ქართველ ხალხთან ერთად დაამარცხა ცხრაწლიანი, დიქტატურაში გარდამავალი ავტორიტარიზმი და 1991 წლის შემდეგ, საბჭოთა იმპერიისგან გათავისუფლებული საქართველო, გარე ძალების მიერ მართული სისხლისმსმელი აგენტურის კლანჭებიდან იხსნა, - წერს კინომცოდნე, ბაჩო ოდიშარია ოპოზიციის მიერ ატეხილ მორიგ ისეტერიაზე “ტვ იმედის“ მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 35 წლისთავთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ფოტოზე, რომელზეც მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია და ბიძინა ივანიშვილი არიან გამოსახულები.

ოდიშარიას განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” ისტერიკა ბუნებრივია, რამდენადაც ბიძინა ივანიშვილი მათთვის მათივე “ძალადობრივი რეჟიმისგან გათავისუფლების სიმბოლოა”.

“ისტერიკის ახალი ტალღა დაიმართეს ნაცებმა და ლიბერალებმა: ბიძინა ივანიშვილი ზვიად გამსახურდიასთან და მერაბ კოსტავასთან ერთად როგორ გამოსახეთ დამოუკიდებლობის დღის მისალოც ბარათზეო. ამ საუკუნეში, თუ ქვეყნის გადარჩენა და დამოუკიდებლობის მოპოვება ვინმესთან ასოცირდება, ეს ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც, ფატალური რისკების მიუხედავად, ქართველ ხალხთან ერთად დაამარცხა ცხრაწლიანი, დიქტატურაში გარდამავალი ავტორიტარიზმი და 1991 წლის შემდეგ, საბჭოთა იმპერიისგან გათავისუფლებული საქართველო, გარე ძალების მიერ მართული სისხლისმსმელი აგენტურის კლანჭებიდან იხსნა. ამიტომ გასაგებია ნაცების და ლიბერალების ისტერიკა — მათთვის ხომ ის მათივე ძალადობრივი რეჟიმისგან გათავისუფლების სიმბოლოა; შესბაამისად, გიჟდებიან, როგორც ვამპირები ჯვრის დანახვაზე.

გილოცავთ იმპერიებისგან, რეჟიმებისგან და აგენტურისგან თავისუფალი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!”- წერს ბაჩო ოდიშარია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ჩარაზულია თქვენთვის თეთრი სახლის ყველა მისადგომი, სანამ პატრიოტი პრეზიდენტი ტრამპი და მისი გუნდია სათავეში
ვარლამ ლიპარტელიანი: 2011 წელს, უაღრესად კრიტიკულ პერიოდში, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი აგენტურას ჰქონდა მიტაცებული, ბიძინა ივანიშვილმა იბრძოლა სიცოცხლის ფასად და საქართველოს კიდევ ერთხელ დაუბრუნა დამოუკიდებლობა
დავით ლორთქიფანიძე 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის შემდეგ გარდაცვლილ სულიკო ასათიანზე: ყელი ჰქონდა გამოგლეჯილი, მარცხენა თვალი ჰქონდა ამოთხრილი, მკლავები ჩალურჯებული - ეტყობა, ჩამოკიდებული ჰყავდათ და ასე აწამებდნენ
სადღობელაშვილი: თანამედროვე პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილი გახლავთ ეროვნული დამოუკიდებლობის და სახელმწიფოებრივი განვითარების მთავარი გარანტი! ადამიანი რომელმაც დაიცვა, შეინარჩუნა და რეალიზება მოახდინა მერაბის და ზვიადის მოპოვებული დამოუკიდებლობისა და თავისუფლების!
ნიკოლოზ მეტრეველი: დიახ, სწორედ ბიძინა ივანიშვილი არის ეროვნული ინტერესების, სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნების მთავარი გარანტი, რომელიც თანამედროვე საქართველოში აგრძელებს მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას მონაპოვარის ღირსეულ დაცვას
არქივი