ზელენსკი: საქართველოს ვუსურვებ მშვიდობას, ერთიანობას, სიძლიერესა და კეთილდღეობას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
61 26 მაისი 2026, 22:19

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

ზელენსკიმ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ კავშირებს და თავისუფლებისა და ღირსების საერთო ფასეულობებს.

„ვულოცავ საქართველოსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენს ორ ერს ხანგრძლივი კავშირები და თავისუფლებისა და ღირსების ფასეულობების საერთო გაგება აერთიანებს“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანას მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა და მზადყოფნა გამოთქვა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

„საქართველოს ვუსურვებ მშვიდობას, ერთიანობას, სიძლიერესა და კეთილდღეობას. ჩვენ ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების იმედი გვაქვს და უკრაინა მზად არის ამ მიმართულებით იმოძრაოს“, - ნათქვამია მილოცვაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეკა სეფაშვილი 26 მაისის აღნიშვნისას რელიგიური თემატიკის გამოყენებაზე: ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ეკლესიას, ეს არის ჩვენი მორალური ღირებულებების შენარჩუნების და გადარჩენის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუცია და ამის ხაზგასმა გადაჭარბებული ნამდვილად არ არის
დონალდ ტრამპი მიხეილ ყაველაშვილს: ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრული კავშირების განსაახლებლად და ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის
ირაკლი კირცხალია: დღესაც ამ არეულობაში ჩართვის თავიდან არიდების რეჟიმშია ჩვენი ხელისუფლება საზოგადოების დახმარებით
2011 წლის 26 მაისის დარბევისას გარდაცვლილი სულიკო ასათიანის მეუღლე: საშინელ მდგომარეობაში იყო, ყელი გამოგლეჯილი ჰქონდა და ზედ მარლის ნაჭერი ეფარა. ვინც გააპატიოსნა, ამბობდნენ, ენა ამოგლეჯილი ჰქონდაო
შალვა პაპუაშვილი: საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა დრო, რომ შეწყვეტილიყოს ფიქრი და ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის. ეს დაუღალავი მუხტი თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ყოველთვის ელოდა ისტორიის მორიგ ფანჯარას
არქივი