მთელმა საზოგადოებამ წვევამდელებისგან ჩავიბარეთ ქართული არმიის ფიცი. ხოლო ბატონი პეტერი ზიზღის ესკადრონების ფიცს იბარებს ხოლმე. თავისი ადგილი ალბათ უფრო ამ ზიზღის ესკადრონებთან დაინახა, ვიდრე საქართველოს არმიასთან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ ესწრებოდა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი.
მისი თქმით, დიდი ალბათობით პეტერ ფიშერს, ისევე, როგორც სხვა ელჩებს, გაეგზავნა მოსაწვევი, თუმცა მან ქართული ჯარის გვერდით დგომა არ ისურვა.
„რა თქმა უნდა მოსაწვევი ყველას გაეგზავნებოდა. მაგრამ მგონია, რომ მისი სურვილიც არ იქნებოდა [მოსვლა] იმიტომ, რომ გუშინ იქ ვიდექით ქართულ ჯართან ერთად და ვისმენდით ქართული ჯარის ფიცს და მთელმა საზოგადოებამ წვევამდელებისგან ჩავიბარეთ ქართული არმიის ფიცი. ხოლო ბატონი პეტერი ზიზღის ესკადრონების ფიცს იბარებს ხოლმე. ის არის ერთ-ერთი, ვინც საქართველოში აქეზებს, მხარს უჭერს და ამართლებს ზიზღს და სიძულვილის ენას, ძალადობას. ასე რომ მან თავისი ადგილი ალბათ უფრო ამ ზიზღის ესკადრონებთან დაინახა, ვიდრე საქართველოს არმიასთან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |