ანგელა მერკელი: 10 წლის შემდეგ უკრაინაში ომი, იმედია, უკვე დასრულებული იქნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
57 27 მაისი 2026, 16:07

ევროკავშირმა და გერმანიამ ყველაფერი გააკეთეს, რაც აუცილებელი იყო უკრაინის დასახმარებლად რუსეთის აგრესიასთან ბრძოლაში, - განაცხადა გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა, ტელეკომპანია WDR-ის პოდკასტში „0630“.

„პირადად მე აბსოლუტურად სწორად მიმაჩნია ყველაფერი, რაც სამხედრო მხარდაჭერის თვალსაზრისით გაკეთდა. ასევე სწორად მიმაჩნია, რომ ჩვენ გაცილებით მეტს ვაკეთებთ შეკავების ეფექტის შესაქმნელად - უკრაინის მხარდაჭერის მიღმაც“, - აღნიშნა მან.

მერკელის აზრით, ამ დაპირისპირების ამოცანა მხოლოდ უკრაინის სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა არ არის.

„ამ კონფლიქტის მიზანი, ჩემი აზრით, იმაში მდგომარეობს, რომ საბოლოო ჯამში იარსებოს სუვერენულმა უკრაინამ, რომელიც შეძლებს გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად და თავისუფლად მიიღოს“, - განაცხადა მერკელმა.

პოლიტიკოსმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ ევროპა, მისი ხედვით, არასაკმარისად იყენებს „დიპლომატიურ პოტენციალს“. მას ასევე მიაჩნია, რომ ევროკავშირმა თავადაც უნდა შეინარჩუნოს კონტაქტები მოსკოვთან.

ბლიც-კითხვებზე პასუხისას იმის შესახებ, თუ რა იქნება 10 წლის შემდეგ ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, მან უკრაინისთვის პროგნოზი გააკეთა.

„10 წლის შემდეგ უკრაინაში ომი, იმედია, უკვე დასრულებული იქნება - თანაც ისე, რომ უკრაინა იყოს დამოუკიდებელი, თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა“, - განაცხადა მერკელმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი