101
27 მაისი 2026, 16:23
მისივე შეფასებით, "ნაცებს" რეაგირება არ ჰქონიათ თავიანთ დანაშაულზე, "ქართული ოცნების" დროს კი, არ არსებობს ფაქტი, ვინმეს კანონი დაერღვია და პასუხი არ ეგოს.
„ნაცები ამბობენ - კეზერაშვილმაც გაძარცვა ჯარი და ბურჭულაძემაც, რა განსხვავებააო. ამბობენ, მაშინაც ძალადობდა პოლიცია და ახლაც - რა განსხვავებააო? განსხვავება ის არის, რომ კეზერაშვილიც "ქართულმა ოცნებამ" დასაჯა და ბურჭულაძეც, ჯალათი პოლიციელებიც "ქართულმა ოცნებამ" დასაჯა და ისინიც, ვინც "ქართული ოცნების" დროს ძალას და უფლებამოსილებას გადაამეტა. ეს არის განსხვავება - მათ რეაგირება არ ჰქონიათ თავიანთ დანაშაულზე, "ქართული ოცნების" დროს არ არსებობს ფაქტი, ვინმეს კანონი დაერღვია და პასუხი არ ეგოს. ეს არის განსხვავება!“ - წერს ჩიხელიძე.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |