მანჰაიმში ბაზირებული ეკონომიკური კვლევების ცენტრისა (ZEW) და კიოლნის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, აშშ-ის ჯარების ფართომასშტაბურმა გაყვანამ შესაძლოა გერმანიას ათასობით სამუშაო ადგილი დაუკარგოს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.
მაისის დასაწყისში აშშ-მა გამოაცხადა, რომ გერმანიიდან 5 000 სამხედროს გაიყვანდა, მოგვიანებით კი დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სამხედრო კონტინგენტის კიდევ უფრო შემცირება იგეგმებოდა.
კვლევამ შეისწავლა ამ გეგმების შესაძლო შედეგები 1990-იანი წლების ჯარების გაყვანის გამოცდილებაზე დაყრდნობით. იმ პერიოდში, ცივი ომის დასრულების შემდეგ, გერმანია დაახლოებით 200 000-მა ამერიკელმა ჯარისკაცმა დატოვა.
„ჯარების გაყვანის ეფექტი ბევრად გასცდა აშშ-ის სამხედრო ბაზებზე დასაქმებულთა უშუალო დათხოვნას. გაუქმებული სამუშაო ადგილების დაახლოებით 61% რეგიონულ ბიზნესებზე მოდიოდა. შემოსავლების მნიშვნელოვანი კლება გამოიწვია ჯარისკაცებისა და მათი ოჯახების მხრიდან სამომხმარებლო ხარჯების გაქრობამ“, - განაცხადა კვლევის თანაავტორმა, იაკობ შმიდჰოიზერმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |