საქართველოს პრეზიდენტმა მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
17 27 მაისი 2026, 20:23

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა. მიხეილ ყაველაშვილი დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის მეჩეთში იმყოფებოდა.

საქართველოს პრეზიდენტმა მეჩეთში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენი სამშობლო საქართველო ამაყობს იმით, რომ საუკუნეების მანძილზე ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის თანაცხოვრობდნენ სხვადასხვა აღმსარებლობის ხალხი, მე პირადად შეხვედრებზე ყოველთვის აღვნიშნავ, რომ საქართველო არის ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა, სადაც სხვადასხვა აღმსარებლობის ხალხი ასე თანაცხოვრობს, ასე თბილად და კარგად არიან ერთმანეთთან, საუკუნეებია ერთმანეთს გვერდში უდგანან და ერთმანეთისთვის ცხოვრობენ“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას მუსლიმ მოქალაქეებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალებისას გამოვლენილი თანადგომისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

„არ შემიძლია არ გავიხსენო სულ ახლახან ჩვენი უწმინდესის და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების დღეები , რადგან სწორედ იმ დროს მუსლიმი თემის დიდი დღესასწაული იყო - ნოვრუზ ბაირამი , მაგრამ ის შეგნება, რომელიც მაშინ ჩვენმა მუსლიმმა თანამოქალაქეებმა გამოიჩინეს, არ აღენიშნათ დღესასწაული, მხოლოდ ლოცვით შემოიფარგლნენ, საუკუნეები დარჩება ის პატივისცემა. მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, ბარაქა, სიკეთე და სიყვარული იყოს თქვენს ოჯახებში“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მეჩეთში შეკრებილ საზოგადოებას ყურბან-ბაირამის დღესასწაული რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ, დასავლეთ საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ, აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა ეტიბარ ემინოვმა და სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხმა ჰაჯი ფაიგ ნაბიევმა მიულოცეს. მეჩეთში იმყოფებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ სარჯველაძე: მედიკამენტებთან დაკავშირებით სამუშაო პროცესი მიმდინარეობს, გადაწყვეტილებებს ევროპული სახელმწიფოების პრაქტიკის გათვალისწინებით ველოდებით
მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა
Deutsche Welle: აშშ-ის ჯარების გასვლამ შესაძლოა გერმანიაში სამუშაო ადგილების მასშტაბური შემცირება გამოიწვიოს
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე დიდი დანაკარგების ასანაზღაურებლად დამატებითი მობილიზაციისთვის ემზადება
ირაკლი კობახიძე: როდესაც გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძის, სალომე ზურაბიშვილის და ასეთი ადამიანების დაძახებულზე 5000 კაცი გამოდის, ეს ამ ოპოზიციისთვის წარმატებადაც შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა, ვხედავთ, რომ მათ რესურსი პრაქტიკულად არ აქვთ, ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი მხარდაჭერა ქართული საზოგადოების მხრიდან
არქივი