მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
16 27 მაისი 2026, 20:24

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ გამოთქვა მზაობა ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვისა და სტრატეგიული თანამშრომლობის აღდგენის მიმართულებით.

„მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის, ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და ენერგეტიკის მიმართულებით.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის ფარგლებში საქართველოს როლის გაძლიერებას და რეგიონული დაკავშირებადობის ზრდას. ასევე აღინიშნა ამერიკის მაღალი ინტერესი შუა დერეფნის  განვითარებასთან დაკავშირებით. აქცენტი გაკეთდა ამერიკულ ინვესტიციებზე საქართველოში, მათ შორის, ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის (PACE) გაფართოების პროექტზე, რომელიც ხორციელდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მხარდაჭერით.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის არსებული დინამიკა და აღნიშნეს, რომ დიალოგის არსებობა პოზიტიურად აისახება ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის აღდგენის პროცესზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს პრეზიდენტმა მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა
Deutsche Welle: აშშ-ის ჯარების გასვლამ შესაძლოა გერმანიაში სამუშაო ადგილების მასშტაბური შემცირება გამოიწვიოს
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე დიდი დანაკარგების ასანაზღაურებლად დამატებითი მობილიზაციისთვის ემზადება
ირაკლი კობახიძე: როდესაც გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძის, სალომე ზურაბიშვილის და ასეთი ადამიანების დაძახებულზე 5000 კაცი გამოდის, ეს ამ ოპოზიციისთვის წარმატებადაც შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა, ვხედავთ, რომ მათ რესურსი პრაქტიკულად არ აქვთ, ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი მხარდაჭერა ქართული საზოგადოების მხრიდან
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციას ყოველ ჯერზე ჩამოჰყავს ექსპერტები, რომლებიც გეგმავენ კონკრეტულ სცენარებს, თუმცა, ყოველ ჯერზე ყველა სცენარი ჩავარდა
არქივი