44 კითხვიდან 9 კითხვა აბსოლუტურად სცდება იმ მანდატს, რასაც განათლების სამინისტრო ემსახურება - ჩვენ პარლამენტში გვყავს ადამიანები, რომლებმაც საერთოდ არ იციან, რომელ სამინისტროს რა კითხვით უნდა მიმართონ, - აღნიშნა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ პარლამენტში ინტერპელაციისას.
მისივე თქმით, იმ ფუნდამენტური რეფორმის შედეგებს აუცილებლად ვნახავთ ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების საკეთილდღეოდ.
„ფრაქციამ „საქართველოსთვის" დასვა 44 შეკითხვა ინტერპელაციის ფორმატში. ალბათ არავის ახსოვს ასეთი რაოდენობის კითხვები და ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, თუ როგორ კომპეტენციისგან დაცლილი არიან ეს ადამიანები. ჩვენ პარლამენტში გვყავს ადამიანები, რომლებმაც საერთოდ არ იციან რომელ სამინისტროს რა კითხვით უნდა მიმართონ. 44 კითხვიდან 9 კითხვა აბსოლუტურად სცდება იმ მანდატს, რასაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ემსახურება. საერთოდ არცერთი კითხვა არ არის დასმული პროფესიული განათლების შესახებ. ქალბატონი ხვედელიანი რომ გამობრძანდა, ბაღებზე ისაუბრა და ისიც კი არ იცის, რომ ბაღები მუნიციპალური დაქვემდებარების კომპეტენციაა და სამინისტროს სისტემაში არ შემოდის. ეს რეფორმები მართლაც ფუნდამენტურია და შესაბამისად, ამ რეფორმის შედეგებს ჩვენ აუცილებლად ვნახავთ ჩენი ქვეყნისა და საზოგადოების საკეთილდღეოდ“, - აღნიშნა მიქანაძემ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |