მებაჟე ოფიცრებმა მილიონ ლარზე მეტი არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
65 28 მაისი 2026, 17:45

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,სარფისა“ და ,,ქუთაისის აეროპორტის“ საბაჟო გამშვებ პუნქტებზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მებაჟე ოფიცრებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე მათი კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა ჯამში - 170 240 ევრო და 200 200 აშშ დოლარი აღმოაჩინეს.

არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით - 1 076 582 ლარი შეადგინა.

სამართალდამრღვევ მოქალაქეებს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილის თანახმად, სანქციის სახით ჯარიმა, საერთო ჯამში -107 658 ლარი შეეფარდათ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: ჩვენ სრულიად მზად ვართ იმისათვის, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და უკრაინას შორის, რაც უსამართლობით გაფუჭდა, ის სამართლიანობით შეიძლება გამოსწორდეს
ირაკლი კობახიძე კაია კალასის განცხადებაზე: ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს, როდესაც საუბარია ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაზე, მაშინ სხვა ნაბიჯებიც უნდა მოაყოლონ, ყველა უნდა იყოს თანმიმდევრული ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაში, ქმედებით უნდა გვაჩვენონ ის, რომ ევროპული ბიუროკრატია დგას ქართველი ხალხის მხარეს
ბუქარესტში, რუმინეთის საპატრიარქოს სასახლის სადღესასწაულო დარბაზში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა
პატრიარქი შიო მესამე: მადლის მოხვეჭის უმოკლესი გზა არის სიმდაბლის ქონა, არა განკითხვა ძმისა თვისისა და განცდა თვისთა ცოდვათა. ასეთი მადლის მოსახვეჭად აუცილებელია ლოცვა
ალექსანდრე დარახველიძე: შსს გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას
არქივი