ბუქარესტში, რუმინეთის საპატრიარქოს სასახლის სადღესასწაულო დარბაზში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
57 28 მაისი 2026, 17:46

ბუქარესტში, რუმინეთის საპატრიარქოს სასახლის სადღესასწაულო დარბაზში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა. ღონისძიებას დაესწრო რუმინეთის საპატრიარქოს, დიპლომატიური კორპუსის, პოლიტიკური და კულტურული წრეების, აგრეთვე რუმინეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

საზეიმო ნაწილის ფარგლებში, რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თამარ ბერუჩაშვილს, რუმინეთის პატრიარქის, მისი უწმინდესობა დანიელის სახელით, ეპისკოპოსმა ვარლამმა რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი ჯილდო - „წმინდა მარიამ ბრანკოვიანუს ჯვრის“ ორდენი გადასცა.

ჯილდო ელჩს გადაეცა რუმინეთ-საქართველოს შორის სულიერი, კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების განმტკიცებაში, ქართული კულტურის პოპულარიზაციასა და ორი ქვეყნის მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

ეპისკოპოსმა ვარლამმა ხაზი გაუსვა თამარ ბერუჩაშვილის აქტიურ ძალისხმევას რუმინეთისა და საქართველოს მოძმე ეკლესიებს შორის კავშირის გაღრმავების ხელშეწყობისა და ანთიმოზ ივერიელის, როგორც ორ ერსა და ეკლესიას შორის ისტორიულ-კულტურული ხიდის პოპულარიზაციის მიმართულებით.

დაჯილდოების ცერემონიაზე ასევე ხაზგასმით აღინიშნა, რომ თამარ ბერუჩაშვილის დიპლომატიურმა საქმიანობამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქართულ-რუმინული მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას, განსაკუთრებით კულტურის, განათლებისა და სულიერი ცხოვრების სფეროებში.

თამარ ბერუჩაშვილმა მადლობა გადაუხადა რუმინეთის მართლმადიდებელ ეკლესიას მაღალი შეფასებისთვის და აღნიშნა, რომ ეს ჯილდო არის არა მხოლოდ მისი და საქართველოს საელჩოს საქმიანობის აღიარება, არამედ საქართველოსა და რუმინეთის ხალხებს შორის ისტორიული კავშირებისა და მეგობრობის დასტური.

„ეს მაღალი ჯილდო არა მხოლოდ პირადი აღიარებაა, არამედ უპირველეს ყოვლისა, იმ მდგრადი სულიერი და კულტურული კავშირების დასტურია, რომლებიც ქართველ და რუმინელ ხალხებს აერთიანებს“, - აღნიშნა მან.

ელჩმა ხაზი გაუსვა წმინდა მარია ბრანკოვიანუს მნიშვნელობას, რომელიც გასულ წელს წმინდანად შერაცხეს.

„გამორჩეული პიროვნება, რომლის რწმენა, გამბედაობა და ქრისტიანული ღირებულებებისადმი ერთგულება კვლავაც გვაძლევს შთაგონებას. ასეთ მემკვიდრეობასთან კავშირი, თუნდაც მოკრძალებულად, განსაკუთრებულად საამაყოა”, - აღნიშნა ელჩმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: ჩვენ სრულიად მზად ვართ იმისათვის, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და უკრაინას შორის, რაც უსამართლობით გაფუჭდა, ის სამართლიანობით შეიძლება გამოსწორდეს
ირაკლი კობახიძე კაია კალასის განცხადებაზე: ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს, როდესაც საუბარია ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაზე, მაშინ სხვა ნაბიჯებიც უნდა მოაყოლონ, ყველა უნდა იყოს თანმიმდევრული ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაში, ქმედებით უნდა გვაჩვენონ ის, რომ ევროპული ბიუროკრატია დგას ქართველი ხალხის მხარეს
მებაჟე ოფიცრებმა მილიონ ლარზე მეტი არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს
პატრიარქი შიო მესამე: მადლის მოხვეჭის უმოკლესი გზა არის სიმდაბლის ქონა, არა განკითხვა ძმისა თვისისა და განცდა თვისთა ცოდვათა. ასეთი მადლის მოსახვეჭად აუცილებელია ლოცვა
ალექსანდრე დარახველიძე: შსს გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას
არქივი