56
28 მაისი 2026, 19:18
ჩვენ სრულიად მზად ვართ იმისათვის, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და უკრაინას შორის, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, რაც უსამართლობით გაფუჭდა, ის სამართლიანობით შეიძლება გამოსწორდეს.
„ვნახოთ, იმედი გვაქვს, რომ გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები. ჩვენ სრულიად მზად ვართ იმისათვის, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და უკრაინას შორის. ქვეყნებს შორის ურთიერთობა არც არის გადასატვირთი, საუბარია ხელისუფლებებს შორის ურთიერთობების გადატვირთვაზე“, - აღნიშნა პრემიერმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |