ირაკლი კობახიძე - აშშ-ის წინა ადმინისტრაციის უსამართლობით რაც გაფუჭდა, ის შეიძლება გასწორდეს მხოლოდ ახალი ადმინისტრაციის სამართლიანი მიდგომით, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
55 28 მაისი 2026, 20:27

გვქონდა შეხვედრები ამ კვირის განმავლობაში, ვისაუბრეთ სხვადასხვა თემაზე, რაც დაკავშირებულია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვასთან, ველოდებით მათი მხრიდან შემხვედრ ნაბიჯებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა ურთიერთობების გადატვირთვასა და სტრატეგიული პარტნიორობის კონკრეტული გზამკვლევით განახლებაზე.

„ჩვენ გვქონდა შეხვედრები ამ კვირის განმავლობაში, საკმაოდ საინტერესო შეხვედრები, საუბარი გვქონდა სხვადასხვა თემაზე, რაც დაკავშირებულია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვასთან. ველოდებით, რა თქმა უნდა, გაგრძელებას. ჩვენ კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ ამერიკელ პარტნიორებს ჩვენი მზაობა – გადავტვირთოთ ურთიერთობები და განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით. ეს არის ჩვენი ძალიან მკაფიო გზავნილი, რომელიც კიდევ ერთხელ გავუზიარეთ ამერიკელ პარტნიორებს, ველოდებით მათ მხრიდან შემხვედრ ნაბიჯებს“, – აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ბევრი რამ გაფუჭდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში და ეს ყველაფერი იყო წინა ადმინისტრაციის უსამართლობის შედეგი.

„ჩვენ მათ ასევე გავუზიარეთ მოსაზრებები, როგორ ვემზადებით 2028 წლის ოქტომბრის არჩევნებისთვის. საჯაროდაც გვაქვს ნათქვამი, აქედანვე ვემზადებით 2028 წლის არჩევნებისთვის და ამაზეც გვქონდა საუბარი ამერიკელ პარტნიორებთან. ბევრი რამ გაფუჭდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში და ეს ყველაფერი იყო წინა ადმინისტრაციის უსამართლობის შედეგი. გახსოვთ, რამდენად უსამართლოდ მოქმედებდა წინა ადმინისტრაცია. ამაზე გულწრფელად ვისაუბრეთ ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. რაც გაფუჭდა უსამართლობით, ის შეიძლება გასწორდეს მხოლოდ სამართლიანი ურთიერთდამოკიდებულებით. მზად ვართ ურთიერთობების გადატვირთვისთვის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც გაფუჭდა წინა ადმინისტრაციის უსამართლობით, ის შეიძლება გასწორდეს მხოლოდ ახალი ადმინისტრაციის სამართლიანი მიდგომით. ეს არის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი, რაც გავუზიარეთ ამერიკელ პარტნიორებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თეა წულუკიანი: ყველა პოლიციელს მოვუწოდებ სიფრთხილისკენ, თქვენ გყავთ მტრები, ჩასაფრებულები, რაც მოხდა, გაუხარდათ, საზარელი სანახავი იყო
გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ძალადობით ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობის ფაქტებზე დაკავებულია და ბრალდება წარედგინა ორ პირს
თეა წულუკიანი გახარიას პარტიის წევრებს: ხელი აწიეთ, რამდენი იყავით ჩვენთან ერთად ბრძოლაში და სად იყავით. ზოგიერთები ჩუმად რომ ვართ, არ ნიშნავს, რომ წიხლები უნდა გვირტყათ. წიხლებს ნუ გვირტყამთ, თორემ ისეთ წიხლს გამოვიქნევთ, ფეხზე ვერ დადგებით ვერცერთი
ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვეძლევა უნიკალური შანსი, ქართულმა ღვინომ მსოფლიოს უმსხვილესი სააუქციონო სახლების, წამყვანი ექსპერტებისა და კოლექციონერების ყურადღება მიიპყროს
ირაკლი კობახიძე: ჩვენ სრულიად მზად ვართ იმისათვის, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და უკრაინას შორის, რაც უსამართლობით გაფუჭდა, ის სამართლიანობით შეიძლება გამოსწორდეს
არქივი