ლევან რატიანი - პაპუნა ლოცულაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი მწვავე ნევროლოგიური დარღვევა არ უვლინდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
67 29 მაისი 2026, 12:47

პაპუნა ლოცულაშვილს ყველა კვლევა ჩაუტარდა, რომლის შედეგად კეროვანი დაზიანება არ გამოვლინდა. ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, სიცოცხლესთან შეუთავსებელი მწვავე ნევროლოგიური დარღვევა არ უვლინდება, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

მისი თქმით, პაციენტის ამჟამინდელი კლინიკური მდგომარეობა თუ შენარჩუნდა და რაიმე სახის ჩივილი არ დაფიქსირდა, 72 საათში ბინაზე გაეწერება.

„პაციენტი შემოყვანილია სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ. იმყოფებოდა მერვე განყოფილებაში. ჩაუტარდა პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა კვლევა, რომელიც მოიცავდა თავის ტვინის კომპიუტერულ ტომოგრაფიას. კვლევის შედეგად კეროვანი დაზიანება არ გამოვლინდა. ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. მას ასევე ჩაუტარდა ყველა ბიოქიმიური კვლევა, იყო ყველა დარგის სპეციალისტთან კონსულტაცია. დღეს შედგა ნევროლოგების კონსილიუმი. პაციენტს ამ ეტაპზე სიცოცხლესთან შეუთავსებელი მწვავე ნევროლოგიური დარღვევა არ უვლინდება. პაციენტს შეთავაზებული აქვს მონიტორიგნის მიზნით დაკვირვება, იმყოფება ნევროლოგიურ დეპარტამენტში. პაციენტი აღნიშნავს, რომ ჰქონდა გონების კარგვის და გულისრევის შეგრძნება. კლინიკაში ამ წუთამდე გულისრევა არ ჰქონია, მაგრამ რადგანაც არის ასეთი მდგომარეობა, მონიტორინგზე იმყოფება. ამჟამინდელი კლინიკური მდგომარეობა თუ გაგრძელდა, ჩივილი არ დაფიქსირდა, პაციენტი 72 საათში გაეწერება ბინაზე რეკომენდაციით“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

პაპუნა ლოცულაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში 28 მაისს გადაიყვანა.

პაპუნა ლოცულაშვილს გორში ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. პროკურატურამ პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ბრალდებით ექვსი პირი დააკავა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაკავებულ ექვს პოლიციელს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა
მოსამართლე ლევან დარბაიძე პოლიციელების საქმის განხილვის აცილებაზე: საქმე ავიცილე, რადგან ერთ-ერთ ბრალდებულთან ჩემს ოჯახს აქვს ნათესაური კავშირი - ჩემი მეუღლის ნათესავია
რუმინეთი რუსეთის გენერალურ საკონსულოს ქალაქ კონსტანცაში ხურავს, ხოლო კონსულს პერსონა ნონ გრატად აცხადებს
მიხეილ სარჯველაძე: გუშინ მოვისმინე, თითქოს ევროპის ყველა სახელმწიფოში მედიკამენტები, კონკრეტულად ვამოროლონი და ჯივინოსტატი გამოიყენება. სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ ეს ნამდვილად არ გახლავთ ასე
მიხეილ სარჯველაძე - პაპუნა ლოცულაშვილის ჯანმრთელობის შესახებ საგანგაშო დასკვნების გამოტანის მიზეზი არ არსებობს, თუ გამოიკვეთება მკურნალობის საჭიროება, ყველა სერვისი იქნება მიწოდებული
არქივი