ჯაბა ხუბუა: ნებისმიერი ინციდენტი თუ ტრაგიკული შემთხვევა - ეს არის ლეში ნაცბანდის სვავებისათვის. გორში პოლიციელების მიერ მოქალაქის ცემაც ამ სერიიდანაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
58 29 მაისი 2026, 13:14

ნებისმიერი ინციდენტი თუ სულაც ტრაგიკული ფაქტი ნაცსექტისათვის საინტერესო და მიმზიდველია მხოლოდ პოლიტიკური დივიდენდის მოხვეჭის კონტექსტში, თორემ ძალადობა და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა მათი მოგონილია, - წერს ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა, X-ზე.

მისი განცხადებით, „ნაცსვავების კოლაფსი“ მაშინ იწყება, როცა დაზარალებულის ოჯახი ემიჯნება „პოლიტიკანთა ფერხულს“ და ასე მოხდა გორში პოლიციელების მიერ ნაცემი მოქალაქის შემთხვევაშიც, რამაც „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ბულინგი გამოიწვია.

ჟურნალისტი იხსენებს გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმესაც, როცა მისმა ოჯახმა „ნაციონალებს“ სპეკულირების საშუალება არ მისცა, „სააკაშვილის დოქსოპულო პროპაგანდისტმა“ თეა ადეიშვილმა კი განაცხადა, რომ ოჯახი საქმის ჩაფარცხვას ცდილობდა.

„სხვანაირად რომ ვთქვათ, ნებისმიერი ინცინდენტი თუ ტრაგიკული შემთხვევა - ეს არის ლეში ნაცბანდის სვავებისათვის.

გორში პოლიციელების მიერ მოქალაქის ცემაც (ნამდვილად ამაზრზენი და სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი რეაგირების ღირსი ფაქტი) ამ სერიიდანაა, თუმცა ნაცსვავების კოლაფსი მაშინ იწყება, როცა დაზარალებულის ოჯახის წევრებს არ სურთ, თავიანთი გასაჭირი პოლიტიკანთა საჟონგლიოროდ აქციონ. გორში პოლიციელების მიერ ნაცემი მამაკაცის ოჯახიც ასე მოიქცა - გაემიჯნა პოლიტიკანთა ფერხულს, რის გამოც ნაცსვავები დაესივნენ, დაბულინგებას და გაშავებას უპირებენ...
შესაძლოა, ბევრს არ ახსოვდეს - როცა 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მოკლეს და მისმა ოჯახმა სპეკულანტი ნაცები ახლოს არ გაიკარა, სააკაშვილის დოქსოპულო პროპაგანდისტმა თეა ადეიშვილმა პირდაპირ ეთერში გამოაცხადა - მოკლული გიორგი შაქარაშვილის ოჯახი როგორც არ უნდა ეცადოს საქმის ჩაფარცხვას, ჩვენ სიმართლეს მაინც დავადგენთო! აი, ასეთი ამორალურობის და სახიფათო უტიფრობის განსახიერებაა ნაციონალური მოძრაობა, რომლის უბრალოდ არსებობაც კი ქართული სახელმწიფოებრიობის თავზე დაკიდებული დამოკლეს მახვილია“, - წერს ჯაბა ხუბუა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაკავებულ ექვს პოლიციელს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა
მოსამართლე ლევან დარბაიძე პოლიციელების საქმის განხილვის აცილებაზე: საქმე ავიცილე, რადგან ერთ-ერთ ბრალდებულთან ჩემს ოჯახს აქვს ნათესაური კავშირი - ჩემი მეუღლის ნათესავია
რუმინეთი რუსეთის გენერალურ საკონსულოს ქალაქ კონსტანცაში ხურავს, ხოლო კონსულს პერსონა ნონ გრატად აცხადებს
მიხეილ სარჯველაძე: გუშინ მოვისმინე, თითქოს ევროპის ყველა სახელმწიფოში მედიკამენტები, კონკრეტულად ვამოროლონი და ჯივინოსტატი გამოიყენება. სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ ეს ნამდვილად არ გახლავთ ასე
მიხეილ სარჯველაძე - პაპუნა ლოცულაშვილის ჯანმრთელობის შესახებ საგანგაშო დასკვნების გამოტანის მიზეზი არ არსებობს, თუ გამოიკვეთება მკურნალობის საჭიროება, ყველა სერვისი იქნება მიწოდებული
არქივი