მიხეილ სარჯველაძე: გუშინ მოვისმინე, თითქოს ევროპის ყველა სახელმწიფოში მედიკამენტები, კონკრეტულად ვამოროლონი და ჯივინოსტატი გამოიყენება. სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ ეს ნამდვილად არ გახლავთ ასე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
63 29 მაისი 2026, 15:18

გუშინ მოვისმინე, მაგალითად, რომ თითქოს ევროპის ყველა სახელმწიფოში მედიკამენტები, კონკრეტულად ვამოროლონი და ჯივინოსტატი გამოიყენება. სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ ეს ნამდვილად არ გახლავთ ასე. ევროპის სახელმწიფოთა უდიდესი უმრავლესობა, როგორც ამას პირველივე დღიდან ვამბობ, ძალიან დაკვირვებით და ფრთხილად აკვირდება პროცესების განვითარებას - რა შესაძლებლობები აქვს ამ წამალს, რამდენად არსებობს უსაფრთხოების გარანტიები და ამის მიხედვით აპირებენ გადაწყვეტილებების მიღებას, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

მინისტრის განმარტებით, ევროპული ქვეყნები აფასებენ ყველა იმ გარემოებასა და ფაქტორს, რაც ამ საკითხთან არის დაკავშირებული და გადაწყვეტილებებს მხოლოდ ამის მიხედვით მიიღებენ. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ევროპაშიც ზუსტად ისეთივე მოლოდინისა და დაკვირვების რეჟიმია, როგორიც საქართველოში, რაც შექმნილ ვითარებაში ერთადერთ სწორ მიდგომას წარმოადგენს.

„ეს არის მზადყოფნის დონე, რომელიც მათ აქვთ. ამ წუთას ისინი გადაწყვეტილებას ვერ იღებენ ისე, როგორც ეს ხდება საქართველოში. ამას ვამბობ პირველივე დღიდან და ეს არის ერთადერთი სწორი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ პროცესი მუდმივად ცვალებადია და არსებობს როგორც გარკვეული უარყოფითი სიგნალები, ისე იმედის მომცემი ფაქტორებიც.

„მე ვისაუბრე, მაგალითად, ერთ-ერთ მედიკამენტზე, შარშან არსებულ სურათზე და იმის შემდგომ თვისობრივად შეცვლილ მდგომარეობაზე, რის გამოც პრაქტიკულად გამოირიცხა ამ მედიკამენტის გამოყენების შესაძლებლობა.

განსაკუთრებული ყურადღებით, მუდმივად თვალყურს ვადევნებთ სიახლეებს ამ მიმართულებით და არის, მაგალითად სიახლეები დაკავშირებული ბრიტანეთის გამოცდილებასთან, მოგეხსენებათ, რომ ბრიტანეთი აპირებს ნაბიჯების გადადგმას ერთ-ერთი მედიკამენტის მიმართულებით. საინტერესოა, ვაკვირდებით, გუშინაც გამოქვეყნდა გარკვეული ინფორმაცია მედიკამენტის ირგვლივ, ამასაც, ბუნებრივია, ვეცნობით. იმავდროულად არის იმედის მომცემი გარკვეული ფაქტორებიც, ძალიან იმედის მომცემი, მაგალითად, საკითხი დაკავშირებული კიდევ ახალი მედიკამენტების გამოჩენასთან“ - განაცხადა მინისტრმა.

უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ეს არის ნებისმიერი ახალი სამედიცინო პროდუქტისთვის დამახასიათებელი პროცესი, რის გამოც დღეს საბოლოო და ზუსტი პასუხები არც საქართველოს და არც ევროპულ ქვეყნებს არ აქვთ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაკავებულ ექვს პოლიციელს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა
მოსამართლე ლევან დარბაიძე პოლიციელების საქმის განხილვის აცილებაზე: საქმე ავიცილე, რადგან ერთ-ერთ ბრალდებულთან ჩემს ოჯახს აქვს ნათესაური კავშირი - ჩემი მეუღლის ნათესავია
რუმინეთი რუსეთის გენერალურ საკონსულოს ქალაქ კონსტანცაში ხურავს, ხოლო კონსულს პერსონა ნონ გრატად აცხადებს
მიხეილ სარჯველაძე - პაპუნა ლოცულაშვილის ჯანმრთელობის შესახებ საგანგაშო დასკვნების გამოტანის მიზეზი არ არსებობს, თუ გამოიკვეთება მკურნალობის საჭიროება, ყველა სერვისი იქნება მიწოდებული
ჯაბა ხუბუა: ნებისმიერი ინციდენტი თუ ტრაგიკული შემთხვევა - ეს არის ლეში ნაცბანდის სვავებისათვის. გორში პოლიციელების მიერ მოქალაქის ცემაც ამ სერიიდანაა
არქივი