რუმინეთი რუსეთის გენერალურ საკონსულოს ქალაქ კონსტანცაში ხურავს, ხოლო კონსულს პერსონა ნონ გრატად აცხადებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
61 29 მაისი 2026, 16:25

რუმინეთის მთავრობა რუსული უპილოტო საფრენი აპარატის მიერ მისი საჰაერო სივრცის დარღვევის გამო რუსეთის გენერალურ საკონსულოს ქალაქ კონსტანცაში ხურავს, ხოლო კონსულს პერსონა ნონ გრატად აცხადებს. ინფორმაციას The Guargdian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა ეროვნული თავდაცვის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამოაცხადა.

საბჭოს დასრულების შემდეგ დანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუმინეთში შეჭრილი დრონი 43 უპილოტო საფრენი აპარატისგან შემდგარი დამრტყმელი ჯგუფის ნაწილი იყო, რომლის სამიზნეს უკრაინა წარმოადგენდა.

რუმინეთის პრეზიდენტმა აგრეთვე განაცხადა, რომ ნატოს ერთიანი რეაქცია არის სოლიდარობის ძლიერი გამოხატულება. მისი თქმით, ალიანსი თავისი საზენიტო შეიარაღების ნაწილს რუმინეთში გადაამისამართებს. ეს იქნება დროებითი ღონისძიება, სანამ რუმინეთი საკუთარ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას არ განაახლებს.

ცნობისთვის, გვიან ღამით რუსული დრონი რუმინეთის ქალაქ გალაცში 10-სართულიან საცხოვრებელ სახლს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაკავებულ ექვს პოლიციელს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა
მოსამართლე ლევან დარბაიძე პოლიციელების საქმის განხილვის აცილებაზე: საქმე ავიცილე, რადგან ერთ-ერთ ბრალდებულთან ჩემს ოჯახს აქვს ნათესაური კავშირი - ჩემი მეუღლის ნათესავია
მიხეილ სარჯველაძე: გუშინ მოვისმინე, თითქოს ევროპის ყველა სახელმწიფოში მედიკამენტები, კონკრეტულად ვამოროლონი და ჯივინოსტატი გამოიყენება. სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ ეს ნამდვილად არ გახლავთ ასე
მიხეილ სარჯველაძე - პაპუნა ლოცულაშვილის ჯანმრთელობის შესახებ საგანგაშო დასკვნების გამოტანის მიზეზი არ არსებობს, თუ გამოიკვეთება მკურნალობის საჭიროება, ყველა სერვისი იქნება მიწოდებული
ჯაბა ხუბუა: ნებისმიერი ინციდენტი თუ ტრაგიკული შემთხვევა - ეს არის ლეში ნაცბანდის სვავებისათვის. გორში პოლიციელების მიერ მოქალაქის ცემაც ამ სერიიდანაა
არქივი