მოსამართლე გერმანე დადეშქელიანი - ექვსმა პოლიციელმა იძალადა ორ მოქალაქეზე, ერთ-ერთმა ფეხით გამოათრია დაზარალებული, ათრიეს გრუნტოვან მიწაზე - მაღალ მატერიებზე არ ვსაუბრობ, საუბარია იმაზე, რომ ადამიანი არ ეცემათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
58 29 მაისი 2026, 18:47

შელაპარაკების გამო, ექვსმა პოლიციელმა ფიზიკურად იძალადა ორ მოქალაქეზე, ერთზე განსაკუთრებით, ერთ-ერთმა ფეხით გამოათრია დაზარალებული… რომელი საფრთხე არ არსებობს ბატონო კოლეგებო მომეტებულად, რაც კანონში წერია მათი სამსახურიდან გამომდინარე? - ამის შესახებ გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გერმანე დადეშქელიანმა პროცესზე განაცხადა.

აღნიშნული განმარტება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც ექვსივე ბრალდებულ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მოსამართლის თქმით, პროკურატურის შუამდგომლობა დასაბუთებული იყო.

“იქ სხვა მოწმეები არ იყვნენ, მოწმეები პოლიციელები არიან… ბრალდება ვარაუდობს, რომ ჩვენებების შეთანხმების რისკიცააო..

როცა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზეა საუბარი, კანონში ანალოგიური დანაშაულის ჩადენა არ წერია. ახალი დანაშაულია მოწმეებზე ზემოქმედებაც.

ათრიეს [პაპუნა ლოცულაშვილი] გრუნტოვან მიწაზე - რა დაზიანებებია, ჯერ არ ვიცით, მონაცემები არაა წარმოდგენილი. რომელი საფრთხე არ არსებობს ბატონო კოლეგებო მომეტებულად, რაც კანონში წერია მათი სამსახურიდან გამომდინარე, სასჯელის სახიდან გამომდინარე?

ასაკზე ვსაუბრობთ, 19 წლისააო, მაგრამ ის პოლიციელია, მათ ევალებოდათ, მაღალ მატერიებზე არ ვსაუბრობ, საუბარია იმაზე, რომ ადამიანი არ ეცემათ.

პროკურატურის შუამდგომლობა დასაბუთებულია უდავოდ.

ექვსივე ბრალდებულის მიმართ იმპერატიული მოთხოვნიდან გამომდინარე მხოლოდ პატიმრობაა”, - განაცხადა დადეშქელიანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პუტინი: კრიზისი უკრაინაში დაიწყო მსგავსი სიტუაციით, რაც ახლა სომხეთში ხდება
შალვა პაპუაშვილი, დეპუტატებთან ერთად, პარლამენტის აპარატის სტაჟიორებსა და სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის წევრებს შეხვდა
სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაკავებულ ექვს პოლიციელს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა
მოსამართლე ლევან დარბაიძე პოლიციელების საქმის განხილვის აცილებაზე: საქმე ავიცილე, რადგან ერთ-ერთ ბრალდებულთან ჩემს ოჯახს აქვს ნათესაური კავშირი - ჩემი მეუღლის ნათესავია
რუმინეთი რუსეთის გენერალურ საკონსულოს ქალაქ კონსტანცაში ხურავს, ხოლო კონსულს პერსონა ნონ გრატად აცხადებს
არქივი