რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის პრეზიდენტებმა სომხეთს მოუწოდეს, ჩაატაროს რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
49 29 მაისი 2026, 20:19

რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის პრეზიდენტებმა სომხეთს მოუწოდეს, ჩაატაროს რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე.

„ვიზიარებთ პოზიციას სომხეთის რესპუბლიკაში რაც შეიძლება მოკლე ვადებში საყოველთაო ეროვნული რეფერენდუმის ჩატარების აუცილებლობის შესახებ ევროკავშირში გაწევრიანების ან ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შემდგომი დარჩენის თაობაზე“, - ნათქვამია მათ ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ასტანაში გამართული ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სამიტის შედეგების მიხედვით იყო მიღებული.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევრაზიული მთავრობათაშორისი საბჭოს მონაწილეები დეკემბერში წარადგენენ მოხსენებას იმ შესაძლო შედეგების შესახებ, რაც სომხეთისთვის გაერთიანებაში წევრობის შეჩერებას მოჰყვება.

ვლადიმირ პუტინმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ, ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა და სადირ ჟაპაროვმა ასევე აღნიშნეს, რომ აუცილებელია კავშირისთვის იმ ზიანის თავიდან აცილება, რომელიც დაკავშირებულია ერევნის მომზადებასთან ევროკავშირში გასაწევრიანებლად.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
იაგო ხვიჩია - წერილი ნიკა მელიას დაწერილი არ არის, მისი ხელით გვარამია ებრძვის მიშას
ნიკა მელია - სადაც სააკაშვილია, იქ ქვეყნის ინტერესი არაა, იქ მხოლოდ კერძო ეგოისტური ინტერესია, იგი საკუთარ თავს არაჯანსაღად შეტრფის
პუტინი: კრიზისი უკრაინაში დაიწყო მსგავსი სიტუაციით, რაც ახლა სომხეთში ხდება
მოსამართლე გერმანე დადეშქელიანი - ექვსმა პოლიციელმა იძალადა ორ მოქალაქეზე, ერთ-ერთმა ფეხით გამოათრია დაზარალებული, ათრიეს გრუნტოვან მიწაზე - მაღალ მატერიებზე არ ვსაუბრობ, საუბარია იმაზე, რომ ადამიანი არ ეცემათ
შალვა პაპუაშვილი, დეპუტატებთან ერთად, პარლამენტის აპარატის სტაჟიორებსა და სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის წევრებს შეხვდა
არქივი