თამარ ჩერგოლეიშვილი - კონკრეტული ამბები არ ვიცი ხაზარაძეზე და ასე შემდეგ, მაგრამ ნიკა მელია სააკაშვილის მოტივაციას ზუსტად აღწერს, სჯობს გვიან, ვიდრე უფრო გვიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
66 30 მაისი 2026, 00:15

პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნიკა მელიას წერილს ეხმაურება.

როგორც ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, მელია ზუსტად აღწერს სააკაშვილის მოტივაციას.

„კონკრეტული ამბები არ ვიცი ხაზარაძეზე და ასე შემდეგ, მაგრამ სააკაშვილის მოტივაციას ზუსტად აღწერს. სჯობს გვიან, ვიდრე უფრო გვიან!“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ჩერგოლეიშვილმა ნიკა მელიას წერილთან დაკავშირებით კიდევ ერთი ფეისბუქპოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა:

„მელიას კი არა, მიშამ რომ პეტრე ცისკარიშვილს წესიერად მოქცევისკენ მოუწოდა, იმასაც CHERGO ურტყეს მიშისტებმა. თავისი საკუთარი ვილანი ჰყავთ“.

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ გამოაქვეყნა წერილი, სადაც აღნიშნულია: „სადაც სააკაშვილია, იქ ქვეყნის ინტერესი არაა, იქ მხოლოდ კერძო ეგოისტური ინტერესია, იგი საკუთარ თავს არაჯანსაღად შეტრფის, მხოლოდ თავის ეგოზე ზრუნვით არის ორსული“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
The New York Times - დონალდ ტრამპმა ირანთან შეთანხმების საკითხზე სიტუაციურ ოთახში გამართული შეხვედრა საბოლოო გადაწყვეტილების მიღების გარეშე დატოვა
ვოლოდიმირ ზელენსკი - გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინაზე ახალ მასირებულ დარტყმას ამზადებს
ნიკა მელია - სააკაშვილმა ისიც მოყვეს, „იმ კაცს“, რომელსაც არ ასახელებს, რა საკითხებზე ეთანამშრომლებოდა, რატომ იყო მისი მოციქული ხელისუფლებასთან - რა გარიგება დაიდო და ბოლოს რაში „გადააგდეს“
იაგო ხვიჩია - წერილი ნიკა მელიას დაწერილი არ არის, მისი ხელით გვარამია ებრძვის მიშას
ნიკა მელია - სადაც სააკაშვილია, იქ ქვეყნის ინტერესი არაა, იქ მხოლოდ კერძო ეგოისტური ინტერესია, იგი საკუთარ თავს არაჯანსაღად შეტრფის
არქივი