სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
66 30 მაისი 2026, 12:10

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ჯაშუშობის ბრალდებით, დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე, რომელიც დაკავშირებული იყო ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან, - ამის შესახებ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ განაცხადა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი წლების განმავლობაში, მატერიალური სარგებლის მიღებისა და უცხო ქვეყნის ინტერესების გატარების მიზნით, სისტემურად ახორციელებდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებისთვის სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვებასა და გადაცემას.

დაკავებულს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების წარმომადგენელებთან გააჩნდა მაღალ დონეზე ორგანიზებული კონსპირაციული ხასიათის სისტემატური კონტაქტები. ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა როგორც პირისპირ შეხვედრების, ასევე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. ამასთან, პერიოდულად, კონსპირაციის დაცვისა და ინსტრუქტაჟის ჩატარების მიზნით, შეხვედრები ტარდებოდა ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ჯაშუშობაში ბრალდებულ პირს, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების დავალებითა და დაფინანსებით, შესაბამისი აქტივობების წარმართვის მიზნით, შექმნილი ჰქონდა საინფორმაციო პლატფორმები და ორგანიზებას უწევდა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებასაც.

საყურადღებოა, რომ ბრალდებული ერთდროულად თანამშრომლობდა ორი უცხო სახელმწიფოს სპეციალურ სამსახურებთან და ახორციელებდა პარალელურ სადაზვერვო საქმიანობას. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღინიშნა ბრიფინგზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გულბაათ რცხილაძეა
ანრი მეტრეველი: ვფიქრობ, სადაც არის დისკუსიის საშუალება, სწორედ იქ გაჩნდება ჭეშმარიტება და ის იქნება მომავლის გასაღები - იმ ხიდჩატეხილობის აღდგენის უალტერნატივო საშუალება, რაც დღეს ნამდვილად სჭირდება ქართველ ახალგაზრდებს
ნუგო შოშიაშვილი: გამოცდილებამ აჩვენა, რომ ახალგაზრდები მაქსიმალურად ეფექტურად არიან ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ მსგავსი ღონისძიებები არის დისკუსიის, აზრების გაცვლის უალტერნატივო საშუალება
თეკლა თიკანაშვილი: ჩვენი გზავნილები ახალგაზრდებისადმი კვლავ უცვლელია: გვინდა, მათგან მოვისმინოთ სხვადასხვა ინიციატივა და იდეა, მათ შორის, კრიტიკული კითხვები პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებით
მარიამ გრიგოლიშვილი: ჩვენი შეხვედრები არ არის ერთჯერადი ხასიათის და ემსახურება იმას, რომ ახალგაზრდებს შორის დაკანონდეს ჯანსაღი დიალოგი, რაც აუცილებლად გაგრძელდება მომავალში
არქივი