დავით ქართველიშვილი: სომხეთში ხედავენ, რომ დაპირებების მიუხედავად, ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისგან კონკრეტულ მხარდაჭერას ვერ იღებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
97 30 მაისი 2026, 16:06

პარტია “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სომხეთში მოახლოებულ არჩევნებს, პოლიტიკურ პროცესებსა და დასავლეთის დამოკიდებულებას აფასებს. მისი თქმით, სომხურ საზოგადოებაში იზრდება იმედგაცრუება, რადგან, მისი შეფასებით, საერთაშორისო პარტნიორებისგან კონკრეტულ მხარდაჭერას ვერ ხედავენ.

„სომხებს ყველაზე მეტად პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერა აინტერესებთ,“ - აცხადებს ანალიტიკოსი და აღნიშნავს, რომ სომხეთში განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს რუსეთის პრეზიდენტის განცხადებაც, რომელიც არჩევნებში მონაწილეობის მიზნით სომეხი მოქალაქეების მოსკოვიდან სომხეთში დაბრუნებას შეეხებოდა.

„სომხეთის საზოგადოება ტრადიციულად ბრძენია და ბევრ კომპონენტში, ჩემი აზრით, საქართველოზე უფრო ჭკვიანიც კი. მათ თითქოს ვექტორი შეეცვალათ, პრობლემები შეექმნათ ბიზნესმენებს, მოსახლეობას, ეკლესიას. ამ დროს ჩადიან დელეგაციები, მაგრამ ერთი სიტყვაც კი არ უთქვამთ სანუგეშო - „ნუ გეშინიათ, თქვენ ხომ ევროპისკენ უმოკლესი გზა ხართ, დაგეხმარებითო“.

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელიც ჩავიდა 45 წუთით, მხოლოდ იმისთვის, რომ ინდოეთიდან ვაშინგტონში მიმავალი თვითმფრინავს საწვავი ჩაესხა აეროპორტში. ის მაინც უთხრან, თუნდაც თეორიულად - ნუ გეშინიათ, საქართველოსთან თუ არ მოვაწერეთ ხელი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, თქვენთან გავაფორმებთო. ის კი არა, რომ თქვენს სპილენძს წავიღებთ, არამედ უთხრან ის, რაც სომხებს ყველაზე მეტად აინტერესებთ - გამოხატონ პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერა.

სომხეთში ხედავენ, რომ ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების დაპირებების მიუხედავად, სომხეთს მათი მხარდაჭერა არ აქვს. დღეს ამ ყველაფერს პუტინის განცხადებაც დაემატა - ასი ათას სომეხს გამოვუშვებ მოსკოვიდან არჩევნებში მონაწილეობის მისაღებადო. საუბარია იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ. ძალიან საინტერესო არჩევნები გველოდება წინ,”- განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო ცოტნე ივანიშვილის იმ აქტივობებს, რომლებიც ახალგაზრდებთან ღია დიალოგს, მათ ჩართულობასა და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საკითხების განხილვას ემსახურება. მიმაჩნია, რომ ახალგაზრდებთან უშუალო კომუნიკაცია ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროცესია
ცეცხლი ოლიგარქიას - წარმოუთქვამს ანა დოლიძეს, ერთ-ერთ ძველ და გამოცდილ აგენტს, რომელიც ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლების დროიდან მოყოლებული ატარებს საქართველოში უცხო ძალის ინტერესებს. მან შეახსენა ადგილობრივ აგენტურას, რომ ეს სლოგანი უნდა დაბრუნდეს
დავით ზურაბიშვილი ოპოზიციური ალიანსის ტაქტიკაზე: ეს სტრატეგია არის არსებითად მცდარი, 2003 წლის ვარდების რევოლუციის სტერეოტიპიდან ვერ ამოდის ეს ხალხი, რომ საკმარისია ხალხმა იხუვლოს და წალეკოს ხელისუფლება, უპრიმიტიულეს დონეზეა გაგება, ეს არ მოხდება
დიმიტრი სამხარაძე: ვინც კანონს დაარღვევს, ყველას მოეთხოვება პასუხი - საქართველოში სხვა რეალობაა, პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია და პრემიერი ირაკლი კობახიძე, ოპოზიციას კი არ მივცემთ უფლებას, რამდენიმე ადამიანის შესაძლო დანაშაული მთელ პირად შემადგენლობას გადააბრალონ!
დავით ჩიხელიძე: "ნაცები" ამბობენ - კეზერაშვილმაც გაძარცვა ჯარი და ბურჭულაძემაც, რა განსხვავებააო. მაშინაც ძალადობდა პოლიცია და ახლაც ძალადობსო - განსხვავება ის არის, რომ კეზერაშვილიც "ქართულმა ოცნებამ" დასაჯა და ბურჭულაძეც, ჯალათი პოლიციელებიც და ისინიც, ვინც "ქართული ოცნების" დროს უფლებამოსილებას გადაამეტა
არქივი