მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრის მიჰაი პოპშოის განცხადებით, ქვეყნის მოქალაქეების უმეტესობა ნატოში გაწევრიანებას არ ემხრობა.
ჟურნალისტების კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია უკრაინაში რუსული ომისა და რეგიონში არასტაბილური ვითარების ფონზე ნატოსთან მოლდოვის დაახლოება, პოპშოიმ განაცხადა, რომ ყველაფერი მოქალაქეების ნებაზეა დამოკიდებული.
„ნატოში, როგორც სხვა ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანება ჩვენი მოქალაქეების ნებაზეა დამოკიდებული. ფართო მხარდაჭერის პირობებში, ამის განხილვა და დღის წესრიგში ჩასმა, როგორც სერიოზული პერსპექტივა, შესაძლებელია. ჩვენ შემთხვევაში, როგორც იცით, სხვადასხვა მიზეზის გამო ასეთი მხარდაჭერა არ იყო“, - განაცხადა პოპშოიმ.
მოლდოველმა მინისტრმა აგრეთვე აღიარა, რომ ის თავად ნატოს მომხრეა, თუმცა დასძინა, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ და მედიამ სულ უფრო ხშირად უნდა გამართოს დისკუსია ნატოში ინტეგრაციის თემაზე.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |