ბელინსკის ქუჩაზე ქვაფენილი ეწყობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
7 30 მაისი 2026, 17:30
მთაწმინდის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. ამჯერად, ბ. ბელინსკის ქუჩის ნაწილის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 

პროექტის ფარგლებში, არსებულ დაზიანებულ რიყის ქვის საფარს ბაზალტის ქვაფენილი ჩაანაცვლებს. ასევე, მოეწყობა ბორდიური, დამცავი მოაჯირები და მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები. რელიეფიდან გამომდინარე, ქვაფენილი მოსახლეობის კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს. საგზაო ინფრასტრუქტურა, ჯამში, 800 კვ. მ ფართობზე მოწესრიგდება. 

მიმდინარე სამუშაო პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გამგეობის თანამშრომლებთან ერთად გაეცნო. საგზაო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია ასრულებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით 300 000 ლარია გამოყოფილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ ნატოში ქვეყნის გაწევრიანების იდეას მოქალაქეები არ ემხრობიან
ნუგო შოშიაშვილი: ნიკო მანაგაძემ დაგვადანაშაულა, რომ რეგიონული კონფერენციები დახურული პარტიული შეხვედრაა, მე დავპატიჟე დღევანდელ შეხვედრაზე, თუმცა, ჩვენ დღეს ნიკო მანაგაძეს აქ ვერ ვხედავთ - ვერ ვხედავთ იმიტომ, რომ ის ემსახურება ხელოვნურ რადიკალიზაციას, სამწუხაროა, როცა ახალგაზრდა ადამიანი აკეთებს ამას
ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ერთი დაკავებული „სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრი“-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ირაკლი ჩიხლაძეა
ცოტნე ივანიშვილი: ახალგაზრდული ორგანიზაცია შუამდგომლობას გაუწევს თითოეულ პროექტს, ეცდება გვერდში დაუდგეს თითოეულ ახალგაზრდას და ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენი ქვეყნის განვითარებით აუცილებლად მჯერა, რომ მივაღწევთ იმას, რომ საქართველო იყოს მკაფიოდ წელში გამართული ქვეყანა
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გულბაათ რცხილაძეა
არქივი