აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატების დელეგაციისთვის პატივი იყო 27 მაისს შიო მესამესთან შეხვედრა. აშშ მოუთმენლად ელოდება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ურთიერთობის გაღრმავებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
64 31 მაისი 2026, 11:56

აშშ-ის საელჩო საპატრიარქოში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტის შესახებ პოსტს აქვეყნებს. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ურთიერთობის გაღრმავებას.

„27 მაისს, პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტის ვიზიტით მყოფმა წარმომადგენლებმა შემდეგი განცხადება გაავრცელეს:

შეერთებული შტატების დელეგაციისთვის პატივი იყო თბილისში, საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, მის უწმინდესობასა და უნეტარესობასთან, შიო III-სთან შეხვედრა.

დელეგაციამ ხაზი გაუსვა იმ ცივილიზაციურ კავშირებს, რომელიც აშშ-საქართველოს ურთიერთობების საყრდენს წარმოადგენს. შეერთებული შტატები ამ მეგობრობის საფუძვლად მიიჩნევს საქართველოს ფუნდამენტურ ღირებულებებს, მათ შორის: სარწმუნოებას, ოჯახს, ეროვნულ იდენტობასა და ღრმა პატივისცემას ღვთივბოძებული უფლებებისადმი, რომელიც ადამიანის ღირსებას უზრუნველყოფს.

აშშ-ის დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა იმ ქრისტიანულ სათნოებებზე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გამოარჩევდა ქართულ ცივილიზაციას თანაგრძნობითა და გულმოწყალებით, ასევე, ეკლესიის ისტორიულ მისიაზე, ყოფილიყო ქართველთა შორის შემრიგებლის ხმა. დელეგაციამ იმედი გამოთქვა, რომ ეკლესია ეროვნული ერთიანობის გამტკიცების ამ მისიას განახლებული სულისკვეთებით გააგრძელებს.

შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ურთიერთობის გაღრმავებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები საქართველოს საპატრიარქოს 28 მაისს ეწვივნენ. სტუმრები კათოლიკოს-პატრიარქმა მიიღო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„პსჟ“-ს გამარჯვების შემდეგ არეულობის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის 57 პოლიციელია
სამების ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ სულთმოფენობის სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა
ვაჟა სირაძე: დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე თითოეული პოლიციელისთვის. პოლიციელის წოდების ტარება დიდი პატივია და დიდი პასუხისმგებლობაც
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასთან პოლიციის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართება
პოლიციელის დღისადმი დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 20:00 საათიდან 23:00 საათამდე, ზოგიერთ ქუჩაზე, სატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება
არქივი