ვაჟა სირაძე: დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე თითოეული პოლიციელისთვის. პოლიციელის წოდების ტარება დიდი პატივია და დიდი პასუხისმგებლობაც
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
54 31 მაისი 2026, 14:58

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ პოლიციელებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა. მან პოლიციელის წოდების ტარების პასუხისმგებლობას გაუსვა ხაზი.

„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე თითოეული პოლიციელისთვის. პოლიციელის ყოველდღიური საქმიანობა მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დავის პროცესში ძალიან დიდ ძალისხმევას, პროფესიონალიზმსა და შრომას მოითხოვს. მინდა თითოეულ პოლიციელს ვუსურვო წარმატებები, ოჯახებში მშვიდობიანად დაბრუნება. შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები 24-საათიან რეჟიმში ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას, უზრუნველყოფენ დანაშაულის პრევენციას, დანაშაულის აღკვეთას და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას.

პოლიციელის წოდების ტარება დიდი პატივია და დიდი პასუხისმგებლობაც. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს გაწეული მუშაობისთვის. ასევე, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს, გენერალ სულხან თამაზაშვილს მისი დამსახურებისთვის და იმ წახალისებისთვის, რაც მან თითოეულ პოლიციელს გაუკეთა და წარმატებები ვუსურვო და მივულოცო დღევანდელი დღე“, - განაცხადა სირაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„პსჟ“-ს გამარჯვების შემდეგ არეულობის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის 57 პოლიციელია
სამების ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ სულთმოფენობის სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასთან პოლიციის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართება
აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატების დელეგაციისთვის პატივი იყო 27 მაისს შიო მესამესთან შეხვედრა. აშშ მოუთმენლად ელოდება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ურთიერთობის გაღრმავებას
პოლიციელის დღისადმი დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 20:00 საათიდან 23:00 საათამდე, ზოგიერთ ქუჩაზე, სატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება
არქივი