მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: თუ იქნება დავალება, კვლავ გაერთიანდებიან და იტყვიან, რომ ჩვენ გვაერთიანებს სამშობლოს სიყვარული, ამას „ნაცი“ რომ ამბობს ცალკე ანეკდოტია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
81 01 ივნისი 2026, 15:25

ახლა რაღაც შიდა დაღვინების ეფექტის მქონე პარტიული დავალება მიიღეს, ამას თამაშობენ, თუ ეტყვიან ერთად იქნებიან, თუ ეტყვიან დაიშლებიან, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, როცა დაავალეს, „ლელოს“ წარმომადგენლები და გახარიას პარტიელები დასხდნენ ერთად.

„მე მათ ეგოებზე არ ვილაპარაკებ, რადგან როცა დაავალეს, „ლელოს“ წარმომადგენლები და გახარიას პარტიელები დასხდნენ ერთად. ეს ჩვენ საინდიკაციოდ გამოგვადგება. ხაზარაძე-ჯაფარიძე და გახარია ერთ მაგიდასთან დასხდნენ, გაერთიანდნენ რაღაც მიზნის გარშემო, ჩვენ მერე ვსაუბრობთ ეგოებზე. არანაირი ეგო იქ არ არის. გამოხტება ვიღაც და ტელევიზორში რაღაცას ეტყვის, გასაგებია, როცა მიუშვებენ, მაგრამ თუ იქნება დავალება, კვლავ გაერთიანდებიან და იტყვიან, რომ ჩვენ გვაერთიანებს სამშობლოს სიყვარული. ამას „ნაცი“ რომ ამბობს ცალკე ანეკდოტია. დალაგდებიან და ერთად იქნებიან. ახლა რაღაც შიდა დაღვინების ეფექტის მქონე პარტიული დავალება მიიღეს, ამას თამაშობენ, თუ ეტყვიან ერთად იქნებიან, თუ ეტყვიან დაიშლებიან. იქ პიროვნული ფაქტორები იჩენს ხოლმე თავს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მთაწმინდის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ვერის პარკში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
აკაკი ალადაშვილი შსს-ში ახალი სამმართველოს შექმნაზე: ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება, ვალდებულები ვართ, რომ უზრუნველვყოთ აზრისა და გამოხატვის თავისუფლება. და მეორეს მხრივ, არ დავუშვათ შუღლი, ზიზღის ენა, შეურაცხყოფა და ადამიანის ღირსების შელახვა
მეუფე იაკობი: ქართველებმა უნდა გავითავისოთ ის, რომ წარსული დიდებით თავი კი არ მოგვქონდეს, შევეცადოთ, მასზე უკეთესი აწმყო და მომავალი შევქმნათ. განათლება ყველაფერს მოგვიტანს
2 ივნისიდან ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი ოფიციალურად ამოქმედდება
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: შეერთებული შტატები ელის საქართველოს მთავრობასთან მუშაობას ისეთი პარტნიორობისთვის, რომელიც ორივე ქვეყანას ხელშესახებ სარგებელს მოუტანს და სრულად აამოქმედებს ორმხრივი ურთიერთობის პოტენციალს
არქივი